x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134642
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ნანული სარაჯიშვილი საჭესთან იგინება? რა ავარიას გადაურჩა იგი

imageნანული სარაჯიშვილი დიდი ხნის მსახიობია. იგი პირველად ტელე ეკრანზე მანანას სახით გამოჩნდა. მან მანქანის ტარება თორმეტი წლის ასაკში ისწავლა. რათქმაუნდა თორმეტი წლის ბავშვს მანქანას არავაინ არ ანდობდა. ამიტომ როდესაც ნანული გაიზარდა და სკოლა დაამთავრა მამამისმა აჩუქა "მოსკვიჩი". ასაკთან მატებაში ცვლიდა მანქანებსაც. ნანულის ბავშვობიდან უყვარდა სპოროტული ცხოვრება. ახლა იგი გამოცდილი მძღოლია და უკვე ზეპირად ხვდება თუ მანქანას რა პრობლემა აქვს. ამჟამად მსახიობი "ნისან მარჩი"-თ მგზავრობს. ამ მანქანასაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივია. უკვე ერთი წელია რაც ნანული ამ მანქანით სარგებლობს. გარედან რომ შეხედავ თითქოს პატარაა, მაგრამ უკან ოთხი კაცი თავისუფლად ეტევა. მას არ უყვარს სხვისთვის მანქანის თხოვება მაგრამ ხშირად უხერხულ მდგომარეობაში დგება. ძნელია უარის თქმა ახლო ნათესავისთვის. imageნანული საჭესთან ბილწსიტყვაობს კიდეც. ის კი აგინებს სხვებს რომლებსაც არ ესმით, მაგრამ რაც მთავარია თვითონ იოხებს გულს. მიუხედავად იმისა რომ მას ორხიდიანი ჯიპი ყავს მაინც ეშინია ზამთარში მოყინულ გზებზე მანქანით სიარულის. ეს შიში მისი ავარიის გამოწვეულია. უკვე დაღამებული იყო თუ ღამდებოდა ნანული სახლში რომ მიდიოდა. მოყინულ გზაზე გაიარა ცოტა მოუსრიალდა მანქანა. ამ დროს პირიქით შიშისგან დაამუხრუჭა. მანქანამ კიდევ უფრო მეტად დაიწყო სრიალი. მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ამის გარდა მას არცერთი ავარია არ შემთხვევია. ნანული ოცნებობს ახალ მანქანაზე. ამჯერად ბევრი კარგი მანქანაა გამოსული, მაგრამ მათი ფასებიც საკმაოდ დიდია.

0
123
8-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0