x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134649
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508851
რაულ ცირეკიძემ B ჯგუფში მეორე შედეგი აჩვენა

image3 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ქუთაისელმა სპორცმენმა B ჯგუფში, ჯამში 362 ქულით, მეორე შედეგი აჩვენა ბელარუს მიკალაი ნოვიკაუს შემდეგ, რომელმაც ქართველ ძალოსანს სულ ერთი ქულით აჯობა. ატაცში ცირეკიძემ 162 კგ დაძლია. ამ წონის შტანგა მან პირველსავე ცდაზე დაიმორჩილა, შემდეგ კი 5 კგ-ით დაამძიმა, თუმცა მეორე და მესამე ცდა წარუმატებელი გამოუვიდა. ბელარუსმა მეტოქემ ატაცში 5 კგ-ით უკეთესი შედეგი აჩვენა. აკვრა ქართველმა ათლეტმა 195 კგ-ით დაიწყო და წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე ცირეკიძემ წონა 5 კგ-ით დაამძიმა და კვლავ გაუმკლავდა შტანგას. მესამე ცდაზე კი ცირეკიძემ წონა 202 კგ-მდე გაზარდა, რათა ჯგუფის ლიდერ ნოვიკაუს ჯამური შედეგისთვეს ეჯობნა, რომელსაც აკვრაში 3 ცდის შემდეგ, ჯამში 363 კგ ჰქონდა დაფიქსირებული.


0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:გიკა115
გიკა115
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0