x
image
bellatrix
რა ხდება ქალაქში
imageროცა გავიგე, რომ ავტობუსის მძღოლები იფიცებოდნენ, ჩავთვალე, რომ პრობლემა მე არ შემეხებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურში სამარშუტო ტაქსით დავდივარ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემს სამსახურთან პირდაპირ არც ერთი ავტობუსი არ დადის და მარშუტკებშიც ყოველთვის ცოტა ხალხი იყო, ასვლასაც ვახერხებდი და ხშირ შემთხვევებში დაჯდომასაც. ალბათ დამეთანხმებით, რომ ავტობუსები ქალაქში მოძრაობის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზია და ვფიქრობდი კიდეც, რომ ქალაქში მოძრაობა ცოტა შემსუბუქდებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში შევცდი.

imageდღეს როცა სამი სამარშუტო ტაქსი ისეთი გატენილი მოვიდა, რომ მგზავრები მორიგეობით სუნთქავდნენ და მძღოლს გაჩერებაც არ უფიქრია, მივხვდი, რომ საუკეთესო გამოსავალი ტაქსი იყო. თუმცა ქალაქში ისეთი გადაჭედილი მოძრაობა იყო სამსახურში მაინც დავიგვიანე. როგორც ჩანს მოსახლეობა, რომელიც ავტობუსით სარგებლობდა, სამარშუტო ტაქსებში გადანაწილდნენ, ჩვენ კი ვისაც იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მარშუტკის გასვლის ადგილთან ახლოს ვცხოვრობდეთ ტაქსებით სარგებლობა გვიწევს. სამუშაო დროის შუალედი, რომელსაც როგორც წესი საკვებად ვიყენებთ, მეგობრისათვის საჩუქრის საყიდლად გამოვიყენე და ვიმგზავრე სამარშუტო ტაქსით. შედეგად მივიღე ორჯერ უფრო მეტად გადაჭედილ ქალაქში მოძრაობა, მგზავრებს შორის ჩხუბი, ბედნიერი მარშუტკის მძღოლების სახეები და უკმაყოფილო მოსახლეობა ორი პოზიციით :


- ჯერ უნდა ეცდიათ ახალი მთავრობისთვის გარკვეულიყვნენ და მერე გაფიცულიყვნენ.




- ღორები ხომ არ არიან, 800 და 900 ლარი აქვთ ხელფასი, გაჩერდნენ და ჩვენც ნუღარ გვაზარალებენ.




პ.ს. საბოლოო ჯამში რომელი მხარე უფრო სწორი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ორი წლის წინ გაფიცული მარშუტკის მძღოლების მაგალითზე, რომელთაგანაც რამდენიმემ სიტუაციით ისარგებლა და მაინც დადიოდნენ ქალაქში, ვიფიქრე რომ ავტობუსის მძღოლების პროტესტიც არ გასტანდა დიდხანს, თუმცა აქაც შევცდი, ისინი უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ.



პ.პ.ს. სამსახურში კიდევ დავაგვიანე..


1
27
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:bellatrix
bellatrix
27
  
2012, 13 ნოემბერი, 8:59
ჯერ ერთი 800-900 ლარი არ აქვთ, ეს ტყუილია. მეორეც, მთელი დღე იმუშავე გარეთ, თან ავტობუსსზე. ამდენი ხალხის სიცოცხლე გებაროს, ათასნაირ სულელთან გქონდეს საქმე და კარგი ხელფასიც არ მოითხოვო?
0 1 1