x
ბუზი???
ვაიმე დედა!!! ოთახში ბნელა...

შენ კი ფოლკნერის კითხულობ დედანს..

თავში აზრების კორიანტელი,

და გაცვეთილი ფოლიანტები...



გაოფლიანდა სათვალის მინა,

ჭეშმარიტებას რომ ჩასწვდე, გინდა?

ეს ბუზიც მგონი ამაზე ფიქრობს,

შუბლზე შეჩერდა და გაირინდა.


წვიმაში, ქარში, თოვლში, სეტყვაში

დააგემოვნე აზრი სიტყვაში,

ეს ბუზი, ვიცი, ნერვებს მოგიშლის...

დაიჭირე და უბწკინე თვალში!


ეს ქარი მალე გადაყრის ღრუბლებს

და ცხრათვალა მზე აბრიალდება

ბწკენა-ბწკენაში გამექცა ბუზი,

მეც სამსახურში მაგვიანდება!



პ.ს. სერიოზულად ნუ მიიღებთ ამ მაიმუნობას, მეგობრები გავერთეთ :)))))))

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინოლე
ნინოლე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0