x
ქურდობა ემი უაინჰაუსის სახლში

ემი უაინჰაუსის მამა აცხადებს, რომ მისი გარდაცვლილი შვილის სახლიდან პირადი ნივთები მოიპარეს. ირკვევა, რომ ემის სიკდილის შემდეგ, ლონდონის ბინა გასაყიდად იყო გატანილი, თუმცა, იქ ჯერ კიდევ ყველაფერი უცვლელად ინახებოდა, მათ შორის ტანსაცმელიც. უცნობმა პირმა სახლში შეპარვა მოახერხა და უაინჰაუსის ორი კაბა მოიპარა, რომელთა აუქციონზე გატანა იგეგმებოდა. ისინი 200 ათას დოლარად გახლდათ შეფასებული. ნაქურდალი სამოსიდან ერთ-ერთი საქორწილო კაბა იყო, რომელიც მომღერალს 2006 წელს ეცვა, როდესაც ბლეიკ ფიდლერ სივილს ცოლად მიჰყვებოდა. „ეს დიდი დარტყმაა, არანორმალურია, რომ ვიღაცამ ამ ნივთების მოპარვა შეძლო და თან იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობის იყო ისინი“ - ამბობს ემის მამა. ვარსკვლავის ოჯახი ამ ორივე კაბის აუქციონზე გატანას აპირებდა, რათა საქველმოქმედო ფონდისთვის ფული მოეგროვებინა, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ახლობლებმა დააარსესimage

0
18
3-ს მოსწონს
ავტორი:natiachachi
natiachachi
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0