x
image
პრომეთე
რას ერჩოდნენ პარლამენტის ისტორიულ შენობას და რაშია გადაყრილი 350-მილიონი ?

პარლამენტის შენობა



















- დაბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისში? - ეს საკითხი ისევ აქტუალური რჩება.საპარლამენტო უმრავლესობა ახალი პარლამენტის შენობის უსაფრთხოებასა და მის შენებაზე დახარჯულ თანხებს იკვლევს და, როგორც გამოიკვლია, სააკაშვილს ''ჯადოქრობით'' აგებული შენობა უკვე 350 მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა მშენებლობის დასრულებას კიდევ სერიოზული ფინანსები სჭირდება, რაც ბიუჯეტს, უმრავლესობის თქმით, მნიშვნელოვნად აზარალებს.
- პარლამენტი ქუთაისში იმ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა, რომლის ნაჩქარევმა აფეთქებამ 2009 წლის 19 დეკემბერს 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.პროექტი ესპანელ არქიტექტორებს, ალბერტო დომინგოს და კარლოს ლაზაროს ეკუთვნით.შენობას გარშემო აკრავს ვრცელი ტერიტორია ტყითა და გამწვანებით, თუმცა არც შემოგარენის კეთილმოწყობაა დამთავრებული.ახალი ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობაც და მსოფლიოც თვალებში ნაცარშეყრილია.
- დიახ, ეს პარლამენტის შენობა არის ტყუილი.ეს არის მთელი მსოფლიოსთვის თავის მოჩვენება, თითქოს საქართველო მდიდარი და ღონიერი ქვეყანაა.ის თანხა იმერეთს და მის მოსახლეობას რომ მოხმარებოდა, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა.არც ერთი ღარიბი ქვეყანა ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს.

2
79
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
79
  
2012, 9 ნოემბერი, 11:41
ხელოვნების მუზეუმიც კარგი იქნებოდა
2012, 8 ნოემბერი, 18:33
საკონცერტო+სპორტულ დარბაზად გადააკეთონ,სხვა გამოსავალი არ არის,რაღაცაში ხომ უნდა გამოიყენონ.....
0 1 2