x
image
jango
დარჩებიან თუ არა სოციალურად დაუცველები დახმარების გარეშე?

imageგიგი უგულავა და ნოდარ ხადური სოციალური პროექტების დაფინანსებაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თბილისის მერიისმიერ სოციალური პროგრამების განხორციელების ვალდებულების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება არ ყოფილა. უგულავა ამბობს, რომ მათი მიზანი იყო, საქართველოს მთელი
მოსახლეობისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ის სოციალური დახმარებები, რომლებსაც თბილისის მერია აფინანსებდა. უგულავა ამბობს, რომ ვალდებულებების გადაბარება ჯანდაცვის სამინისტროსთვის სწორედ ამის გამო მოხდა. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.
გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით უახლოეს დღეებში თბილისის მერი გიგი უგულავა ოფიციალურად მიმართავს საქართველოს მთავრობას და განსახილველად წარადგენს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამების განხორცილება სრულად აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა. მათ თბილისის მერიას მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებსიკენ მოუწოდეს.შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. თბილისის მერისგანცხადებაში, საუბარი იყო, 2012 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის
N440 დადგენილებაზე. მერიის განცხადებით ამ დადგენილებით „საქართველოს მთავრობამ გააუქმა: სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება; საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა
და შეღავათების დაფინანსება.“ იმედია ყველაფერი მალე მოგვარდება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ისევ გაუწევენ დახმარებას.

0
56
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0