x
image
jango
ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა.

imageშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ამბობს, რომ საქართველოშია და მზადაა მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას პასუხი გასცეს. ბაჩო ახალაიას საქართველოდან წასვლას ქართული საზოგადოება გაქცევად მიიჩნევდა, საზოგადოების დიდი ნაწილი მას დამნაშავედ მიიჩნევს და მის დასჯას ითხოვს. გთავაზობთ ბაჩო ახალაიას მიმართვას: „მზად ვარ ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ფორმატის გამოძიებისათვის, რომ ნებისმიერ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი“, მანამდე კი გავრცელდა მისი მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: ”ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას”. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მან დატოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა და გადავიდა თავდაცვის სამინისტროში, მას ციხესთან შეხება აღარ ჰქონია.ყოფილი მინისტრი მასსა და მერაბიშვილს შორის არსებულ სავარაუდო დაპირისპირების თემას არასერიოზულს უწოდებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მორიგი სიცრუეა თავდაცვის სამინისტროს მისამართით გაჟღერებული ბრალდება, რომ 113 მილიონი ლარი გაფლანგულია. ბაჩო ახალაია უკვე საქართველოშია და მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან.





0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0