x
image
Guns N Roses
"როკის ლეგენდები"

imageლედ ზეპელინი — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.
The Beatles — ჯგუფ ბითლზის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1968 წლის 22 ნოემბერს. ამ ალბომს ხშირად The White Album (ინგლ. თეთრი ალბომი) უწოდებენ, მისი თეთრი ყდის გამო, რომელიც მოიგონა პოპ არტისჟანრში მოღვაწე მხატვარმა რიჩარდ ჰამილტონმა. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბრაიან ეპსტაინისგარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად დისკს A Doll's House ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელწოდება შეცვალეს.

პინკ ფლოიდი — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ დაპროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.

Queen — ბრიტანული როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1971 წელს. მასში შედიოდნენ:ფრედი მერკური (ვოკალი, ფორტეპიანო), ბრაიან მეი (გიტარები, ვოკალი), ჯონ დიკონი (ბას გიტარა) და როჯერ ტეილორი (დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი). Queen-ის პირველ ჩანაწერებში იგრძნობოდა პროგრესული როკის გავლენა. 1970-იან წლებში კოლექტივი გადაერთო უფრო მეტად რადიოეთერზე ორიენტირებულ სიმღერებზე, რამაც მათ დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.[3] ჯგუფის ერთგვარ ნიშნად იქცა ის, რომ იგი იყენებდა სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს, როგორიც არის ვოდევილი, გოსპელი, ელექტრონული მუსიკა და ფანკი. მთლიანი ისტორიის მანძილზე გამოვიდა ჯგუფის 18 ალბომი, რომელიც ჩარტების #1 პოზიციაზე ხვდებოდა, 18 #1 სინგლი და 10 #1 DVD. მთლიანობაში გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი ასლი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს რიცხვი 300 მილიონს აღემატება, რითაც იგი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ კოლექტივად. მას რამდენჯერმე გადაეცა აივორ ნოველოს სახელობის ჯილდო. 2001 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

განზ-ენ-როუზიზი — ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში სასიკვდილო სია.
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, განზ-ენ-როუზიზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.











1
299
11-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
299
  
2012, 7 ნოემბერი, 20:54
Deep Purple სადღაა?
0 1 1