x
image
jango
სააკაშვილის რეზიდენცია შეიძლება სასტუმროდ გადაკეთდეს

imageახალი მთავრობა არჩევნებამდეც აკრიტიკებდა იმ დახარჯულ მილიონებს, რომლითაც ძველი მთავრობა კომფორტს იქმნიდა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტის რეზიდენცია სასტუმროდ გადაკეთდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია
"მაესტროსთან" საუბარში განაცხადა. "აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს. ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა - თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას", - განაცხადა ხადურმა "მაესტროს" ეთერში. ამ ყველაფერს საზოგადოებაში განსხვავებული აზრი მოჰყვა. ზოგი ამბობს, რომ კარგი იქნება ეს თუ ასე მოხდება და ავლაბარში სააკაშვილის რეზიდენციის მაგივრად კარგ სასტუმროს იხილავენ. რაც შეეხება მეორე აზრს, მათი თქმით რატომ არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს რეზიდენცია? ზუსტადაც უნდა ჰქონდეს კიდევ უკეთესი რეზიდენცია. ასევე საზოგადოების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილმა გააუქმოს თავისი ბიზნეს ცენტრი და იმ ადგილზე დასასვენებელი ბაღი გააკეთონო.

2
582
5-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:jango
jango
582
  
2012, 4 ნოემბერი, 20:53
ისედაც სასტუმრო არ იკოო ?
2012, 4 ნოემბერი, 19:34
მიშამ საცოდავი ხალხის ხარჯზე ააშენა რამოდენიმე მილიონიანი რეზიდენცია, ხოლო ბიძინამ საკუთარი სახსრებით, საკუთარი სახლი. ნაცისტებისგან განსხვავებიტ სხვის ჯიბეში ხელი არავისთვის უფათურებია. ბიძინამ ,იმდენი რამ გააკეტა საკუთარი ხალხისთვის, რომ ქართველი ვერასოდეს ვერ გადაიხდის მის ამაგს. მისი სახლი მისი საკუთრებაა და არავის ააქვს უფლება სხვის ქონებაზე ილაპარაკოთ წინა ხელისუფლებას მაგას ვუჩივით რომ სხვას ქონებას ართმევდა და ეხლა თქვენც ამას ამბობთ? მაშინ რაღა გამოვიდა? . თუ ვინმესთვის რამის ჩუქებას გადაწყვიტავთ, ნაცისტებს სასახლეები აქვთ აგებული და შეგიძლიათ ის გაასხვისოთ. ის უფრო ეკუთვნის ხალხს. იმიტომ რომ ჩვენი კისრებიდან აღებული ფულითაა შეძენილი
0 1 2