x
image
damsjeli666
გავიგოთ მაიას ტომის შესახეფ მეტი....
image მაია მესოპოტამიური ცივილიზაციაა, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.

რასაკვირველია, მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის შედგენა არ შეიძლება სრულად მაიას მივაწეროთ, მათ მაღალ დონეზე დაამუშავეს და საოცრად დახვეწეს ისინი. მაიას რეგიონი ფართობით ყველაზე დიდია მესოამერიკაში, სიერა მადრეს მთიანი მხარიდან მოყოლებული - ჩრდილო იუკატანის დაბლობებამდე, თუმცა ამ ცივილიზაციის გავლენის სფერო აღწევდა ცენტრალურ მექსიკამდე, ახლომდებარე არეალებში იგრძნობა მაიას ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენა რაც გამოწვეული უნდა იყოს როგორც ვაჭრობით, ისევე გარე დაპყრობებით. მაიას ხალხი არასდროს არ ”გამქრალა” - არც კლასიკური პერიოდის ბოლოს, არც ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდში. მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ენა განეკუთვნება მაია-კიჩეს ენათა ოჯახს. ნაწილმა იცის ესპანურიც. რელიგიით ფორმალურად კათოლიკეები არიან, ფაქტობრივად ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ რწმენათა გადმონაშთებს. თანამედროვე მაიას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.

გეოგრაფიული მდებარეობა:

მაიას ცივილიზაციის გეოგრაფიული არეალი, ცნობილი ”მაიას რეგიონის (არეალის)” სახელწოდებით, მოიცავს მექსიკის სამხრეთ შტატებს:ჩიპაი, ტაბაკო და იუკატანის ნ/კ-ს შტატებს;კინტანა როო, კამპეჩე და იუკატანი. მაიას არეალი აღწევს ცენტრალური ამერიკის ჩრდილო რეგიონამდე, გვატემალა, ბელიზი სალვადორი და დასავლეთ ჰონდურასი.

როგორც ფართობით ყველაზე დიდს მესოამერიკაში, მაიას რეგიონს უკავია ფართო არეალი მოყოლებული სიერა-მადრეს მთიანეთიდან ჩრდილო იუკატანის ნახევრადმშრალ დაბოლოებამდე. კლიმატი მაიას რეგიონში საოცრად მერყევია. სამხრეთ არეალებში ხშირია ურაგანი, ტროპიკული შტორმი, რაც კარიბის ზღვისპირესითათვის დამახასიათებელია.


მაიას რეგიონი პირობითად 3 ზონად იყოფა - სამხრეთი მაღლობები, სამხრეთი (ან ცენტრალური) დაბლობები და ჩრდილო დაბლობები. სამხრეთი მაღლობები მოიცავს გვატემალისა და ჩიპაკაი ამაღლებულ ტერიტორიებს, სამხრეთი დაბლობები კი ამ მაღლობების ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს: კამპეჩეს, კინტანა-როოს, ჩრდილო გვატემალის ტერიტორიებს, ასევე ბელიზს, სალვადორს. მაიას არეალის ჩრდილო დაბლობები მოიცავს იუკატანის ნ/კ-ს დანარჩენ ტერიტორიას პუკის გორაკების ჩათვლით.


1
323
2-ს მოსწონს
ავტორი:damsjeli666
damsjeli666
323
  
2012, 17 აპრილი, 12:35
რაის მესოპოტამიურის პატივცემულო?
0 1 1