x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაიგეთ, როგორ ხარჯავთ ფულს (სიტუაციური ტესტი)
image გიყვართ შოპინგი? ბოლო ბრენდის ტანსაცმელი? ან პირიქით გიყვართ დაზოგვა? გაინტერესებთ როგორი ხართ? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა.



















ერთი შეხედვით უბრალო იდეას, დაზოგო მცირე თანხები შემნახველ ანგარიშზე, ეკონომიკის განვითარებასა და პირად ფინანსურ კეთილდღეობაზე სიღრმისეული ზეგავლენა აქვს. სინამდვილეში კი დანაზოგი გვიცავს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ავადმყოფობა, უმუშევრობა და სხვა ეკონომიკური სირთულეები. დანაზოგი ქონების დაგროვებასა და ჩვენი თაობების მომავალ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.





შეავსეთ ტესტი:


1)გქონდეთ ვალი, ეს:


ა. ჩვეულებრივი მოვლენაა (5)
ბ. დასაშვებია, თუ არის მიზეზი (3)
გ. საშიშია (1)

2) როდესაც დაბადების დღეზე ან სხვა დღესასწაულებზე ნათესავები ფულს გჩუქნიან, თქვენ:

ა. მიდიხართ მაღაზიაში/კაფეში და ხარჯავთ მთლიან თანხას (5)
ბ. ხარჯავთ მხოლოდ ნაწილს და დანარჩენს ინახავთ ბანკში (3)
გ. მთლიან თანხას ინახავთ ბანკში, შემნახველ ანგარიშებზე (ყულაბაში) კონკრეტული მიზნისათვის (1)

3) ხშირად გსურთ შეიძინოთ ნივთები, რომლებიც ტელევიზორში ნახეთ ან თქვენს მეგობარს აქვს?

ა.დიახ, თქვენ მათ არ უნდა ჩამორჩეთ (5)
ბ.ზოგჯერ, თუ ძალიან მოგეწონებათ ეს ნივთი (3)
გ. არა, თითქმის არასდროს (1)


4) თუ მეგობარი არ გთანხმდებათ ერთად მიირთვით ნაყინი ან ხაჭაპური, ეკითხებით: მე რომ გადავიხადო მაშინ დამეწვევი?

ა. დიახ, ყოველთვის (5)
ბ.შეიძლება ჰკითხოთ, თუ იმ დღეს ზედმეტი ჯიბის ფული გაქვთ (3)
გ.არა, თითქმის არასდროს (1)



5) როდესაც არდადეგებიდან ბრუნდებით, ჩამოგაქვთ საჩუქრები თქვენი მეგობრებისათვის?

ა. დიახ, ყოველთვის (5)
ბ.დიახ, თუ ფული დამრჩა (3)
გ. არა, ძალიან იშვიათად (1)


6) ხშირად გაქვთ მობილურზე გააქტიურებული კრედიტ–სერვისი?

ა. მაშინვე რთავთ კრედიტ–სერვისს, როგორც კი ანგარიშზე თანხა იწურება (5)
ბ. დაახლოებით თვეში ერთხელ ააქტიურებთ (3)
გ. თითქმის არასოდეს იყენებთ ამ სერვისს, ყოველთვის გაქვთ ანგარიშზე თანხა (1)





7) ხშირად კარგავთ ფულს?

ა.დიახ, საკმაოდ ხშირად (5)
ბ. ერთი–ორჯერ დაგეკარგათ ფული, ეს ყველას შეიძლება დაემართოს (3)

გ. არა, არასოდეს– თქვენ ყოველთვის იცით რამდენი გაქვთ და სად დევს ეს ფული (1)


8)როდესაც საყიდლებზე დადიხართ, თქვენ:

ა. ხშირად ყიდულობთ ნივთებს რომლებიც, არ გჭირდებათ და არასოდეს გამოიყენებთ (5)


ბ. გადაწყვეტილებებს ღებულობთ საყიდლებზე სიარულის დროს, თუ რაიმე მოგეწონათ ძალიან აუცილებლად ყიდულობთ (3)


გ. ყოველთვის გაქვთ საყიდლების სია, სადაც მხოლოდ ის ნივთებია ჩამოწერილი, რომლებიც ახლა გჭირდებათ (1)


9)ტანსაცმლის ყიდვისას, თქვენ:


ა.ყურადღებას აქცევთ ბრენდს–თქვენ მხოლოდ საუკეთესო გინდათ (5)

ბ. არ აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას ბრენდს, თქვენ ყიდულობთ იმას, რაც მოგწონთ მიმდინარე ფასად (3)

გ. ყიდულობთ ტანსაცმელს ფასდაკლებების დროს და ნაკლები დანახარჯებით (1)


10) დაგიზოგავთ ფული, რაიმე განსაკუთრებული, კონკრეტული მიზნისათვის?

ა. არა, ვერასდროს მოახერხეთ (5)
ბ. ზოგჯერ, მაგრამ არა განსაკუთრებული მიზნისათვის (3)
გ. დიახ (1)


11) როგორ ხარჯავთ ფულს?


ა. თავს გრძნობთ ბედნიერად (5)
ბ. არ გიჩნდებათ განსაკუთრებული გრძნობები, უბრალოდ ხარჯავთ ფულს (3)
გ. უხალისოდ ხართ, არ გსიამოვნებთ ფულის ხარჯვის პროცესი (1)


12) რამდენიმე კვირაში იმართება თქვენი საოცნებო კონცერტი, რომელზე დასასწრები ბილეთი 50 ლარი ღირს, თქვენ:


ა. არ იჭერთ თადარიგს, იცით, რომ მეგობრები/მშობლები დაგეხმარებიან ფულის გადახდაში (5)

ბ. თხოვთ მშობლებს გადაგიხადონ ბილეთის ღირებულების ნახევარი (3)

გ. იმ დღესვე დაიწყებთ თანხის დაგროვებას (1)


13) მაღაზიაში, თქვენს სახლთან ახლოს იყიდება დისკი, რომელიც ყოველთვის გინდოდათ. ის 20 ლარი ღირს, თუმცა გარეუბანში, სხვა მაღაზიაში, სრულიად ახლოს ყიდვა 10 ლარად არის შესაძლებელი. თქვენი გადაწყვეტილებაა:



ა. იყიდოთ დისკი 20 ლარად–თქვენ ის ახლავე გინდათ (5)
ბ. თუ დრო გექნებათ გაივლით გზად გარეუბანში, თუ არა იყიდით დისკს 20 ლარად (3)

გ. აუცილებლად წახვალთ გარეუბანში და იყიდით დისკს 10 ლარად (1)


14)თქვენი სახარჯი ფული:

ა. როცა გჭირდებათ მშობლებს თხოვთ (5)

ბ. დაბადების დღეებზე ან სხვა დღესასწაულებზე ნაჩუქარი ფულია (3)

გ.მშობლების მიერ მოცემული ფულიდან ნაწილს ყოველთვის ინახავთ (1)


15)მომავლისთვის დაგეგმვა არის:

ა. ის, რაზეც არასდროს გიფიქრიათ (5)

ბ. ის რაზეც ხანდახან ფიქრობთ, მაგრამ არა დღეს (3)

გ. ძალია, ძალიან მნიშვნელოვანია (1)



შედეგები:

image





















15–დან 30 ქულამდე: დამზოგველი


თქვენ გაქვთ ფულის მართვის ნიჭი, რადგან ყურადღებას აქცევთ თითოეულ თეთრს, რომელსაც ხარჯავთ. დანაზოგის გაკეთებას საკმაო ნებისყოფა სჭირდება და ეს უნარი ნამდვილად დასაფასებელია თუმცა, ხანდახან საკუთარ თავსაც ასიამოვნეთ


რჩევა: ფულს ყოველთვის
ყულაბაში ნუ გააჩერებთ, მიეცით საშუალება ფულს თქვენს სასარგებლოდ იმუშაოს. მაგ: ბანკში
გახსნილი ანაბრის საშუალებით.


image31–დან 45 ქულამდე: რაციონალური


ნაკლებსავარაუდოა, რომ თქვენ გქონდეთ ბევრი ვალი, რადგან საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით. თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს, პასუხს აგებთ თქვენს ხარჯებზე და ძირითადად აკონტროლებთ მას.


რჩევა: იქნებ ეკონომისტის ან ბანკირის პროფესია თქვენთვის
საინტერესო იყოს? გამოიყენეთ თქვენი კრეატიულობა და მომავალში უკეთ მართეთ თქვენი ფული



image
46–დან 60 ქულამდე: სპონტანური


ცხოვრების დონე და სტატუსი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხარჯავთ ფულს, რადგან მოგწონთ ფულის ხარჯვის პროცესი. სამწუხაროდ ხანდახან თქვენ ხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფადვე გაქვთ სწორი რეაქცია– როდესაც ვალები მატულობს თქვენ იწყებთ ფულის დაზოგვას. ყურადღებით იყავით! მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალი, მხოლოდ სტაბილური
შემოსავლის პირობებშია შესაძლებელი.


რჩევა: თუ პირველ რიგში საკუთარ თავს და ფულს მიხედავთ,
შემდეგ უფრო ადვილი გახდება სხვებზე ზრუნვა. არ შეგეშინდეთ და სთხოვეთ რჩევა/დახმარება უფროსებს საჭიროების შემთხვევაში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებსა და ეკონომიკაზე
მეტი ცოდნის მიღება.

image
61 ქულა და მეტი: მფლანგველი



თქვენ გიყვართ ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ფულს ხარჯავთ. თქვენ საკუთარი თავს უარს არაფერზე ეუბნებით. ამიტომაც ხარჯავთ იმაზე მეტს ვიდრე გაქვთ. ამით აზარალებთ თქვენს გარშემომყოფებს! დაფიქრდით იქნებ ისწავლოთ ფულის დაზოგვა.


რჩევა: თუ თქვენ ისწავლით საკუთარი ხარჯების მართვას, თქვენ შეძლებთ მართოთ მართოთ სტრესი თქვენს ცხოვრებაში.






მსოფლიოს დაზოგვის დღის დაარსების იდეა 1924 წელს, ქალაქ მილანში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე გაჩნდა. დაზოგვის დღე სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას გვთავაზობდა, ამიტომ 30-მდე ქვეყნის შემნახველი ბანკების წარმომადგენლებმა ერთხმად დაადასტურეს ასეთი დღის არსებობის საჭიროება. დაზოგვის დღის პოპულარიზაციის მიზნით 31 ოქტომბერს აღნიშნავდნენ და ატარებდნენ სხვადასხვა სახის კამპანიებს, შემნახველი ბანკები თანამშრომლობდნენ სკოლებთან, ასოციაციებთან, კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ
და ქალთა ასოციაციებთან. ამგვარად, 1925 წლიდან მოყოლებული, დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნებოდა.


ერთი შეხედვით უბრალო იდეას, დაზოგო მცირე თანხები შემნახველ ანგარიშზე, ეკონომიკის განვითარებასა და პირად ფინანსურ კეთილდღეობაზე სიღრმისეული ზეგავლენა აქვს. სინამდვილეში კი დანაზოგი გვიცავს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ავადმყოფობა, უმუშევრობა და სხვა ეკონომიკური სირთულეები. დანაზოგი ქონების დაგროვებასა და ჩვენი თაობების მომავალ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. დანაზოგის გაკეთება ყველას შეუძლია, თუმცა ხშირად ეს არაფორმალური გზით ხდება: ხალხი ფულს სახლში ინახავს ან ძვირფას ნივთებს ყიდულობს,
რათა შემდგომ საჭიროების შემთხვევაში გაყიდოს ისინი. მაინც, დანაზოგისათვის საუკეთესო ადგილი არის ოფიციალური ფინანსური სისტემა- სადაც ფულს სარგებელი ერიცხება და ინფლაციის
გამო ის არ კარგავს თავის ღირებულებას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1955-1970 წლებში მსოფლიო
დაზოგვის დღემ პოპულარობის პიკს მიაღწია. სხვადასხვა ქვეყნებში ის ნამდვილ ტრადიციად იქცა. 1989 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის
დღედ გამოაცხადა.
31 ოქტომბერს ბანკებში მისულ ბავშვებს დაზოგვის
დღისათვის სპეციალურად შერჩეული სიმბოლო ხვდებათ. ყველა ქვეყანას სხვადასხვა სიმბოლო აქვს. საქართველოში 2012 წლის დაზოგვის დღის სიმბოლო გახლავთ ჭიანჭველა.
საზოგადოებრივი წყობით ადამიანთან ყველაზე მიახლოებული არსება ჭიანჭველაა, რომელიც ჯერ კიდევ 100 მილიონი
წლის წინ არსებობდა. ჭიანჭველათა ოჯახი ევოლუციურად ყველაზე განვითარებული და მაღალ დონეზე ორგანიზებული საზოგადოებაა. მეცნიერულმა დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ჭიანჭველების
80% ზოგადად სასარგებლო საქმით არის დაკავებული-ისინი ასუფთავებენ თავიანთ საცხოვრებელ ტერიტორიას და აგროვებენ საკვებს; ღამე მოპოვებული საკვები ბუდიდან მხოლოდ მზიან ამინდში გააქვთ საშრობად, წვიმიან ამინდში კი თავსაც არ ჰყოფენ გარეთ.
ჭიანჭველა შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. ტვირთი, რომელსაც ის ეზიდება, ხშირად მისი სხეულის მასას 100-ჯერ აღემატება, ეს კი იმის ტოლფასია, რომ ადამიანმა დამოუკიდებელი ძალებით სპილო ასწიოს.
ჭიანჭველა სხეულთან მიმართებაში ყველაზე დიდი ტვინის მატარებელია და რაც მთავარია მას არასდროს
სძინავს. ჭიანჭველები ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანები, მომავალზე ზრუნავენ, ამიტომ მათ ძირითად საქმიანობას ძამთრისათვის მზადება წარმოადგენს. ჩვენც ვიზრუნოთ მომავალზე
და სანამ ჭიანჭველები აგროვებენ, ჩვენ დავზოგოთ;


დაზოგვა-ეს არ არის მხოლოდ ფულის შენახვა. ხუთი უპირატესობა, რომელიც ფულის დაზოგვას მოაქვს.


1.დამოუკიდებლობა- თუკი ფულს დაზოგავთ, არასდროს დაგჭირდებათ სხვას მოთხოვოთ თანხა. თითოეული დაზოგილი
თეთრით თქვენ მეტ დამოუკიდებლობას იძენთ.
2.გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა- დაზოგილი ფული თქვენ გეკუთვნით. თქვენ წყვეტთ, როგორ გამოიყენებთ მას. თითოეული დაზოგილი თეთრი თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობაა თქვენთვის.


3. თავდაჯერებულობა- ფული არ გვაბედნიერებს, მაგრამ მას შეუძლია მოგვიტანოს სიმშვიდე. დაზოგილი თანხით თქვენ
მზად ხართ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. თითოეულ დაზოგილ თეთრთან ერთად თქვენი თავდაჯერებულობა იზრდება.


4. დაცულობა- ანგარიშზე დადებული ფულის მოპარვას ქურდი ვერ შეძლებს, არც ცეცხლი დაწვავს და არც წყალი დააზიანებს.


5. ფული- ფულს, რომელსაც ბანკში შეინახავთ, დაერიცხება
სარგებელი. რაც უფრო ხანგრძლივი ვადით ინახავთ ფულს, მით მეტია სარგებელი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით მეტია სარგებელი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით
მეტი იქნება შემოსავალი- „დრო ფულია“


თქვენი შემდეგი ნაბიჯები:


შეამოწმეთ საკუთარი თავი-როგორი ტიპის მხარჯველი ხართ.
თქვენ გაიგებთ, თუ როგორია თქვენი ქცევა ფულთან მიმართებაში და როგორ ხარჯავთ მას!ნახეთ ტესტის პასუხები და მიიღეთ შესაბამისი რჩევები.დაისახეთ კონკრეტული მიზანი დაზოგვისათვის, რისი მიღწევა
გსურთ? თქვენ პირადი მიზანი მოგცემთ მოტივაციას დაზოგვისათვის. მიზანმა უნდა გააუმჯობესოს
თქვენი ცხოვრების პირობები მოკლევადიან პერპექტივაში. მაგალითად, თუ კომპიუტერი გჭირდებათ
თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, სკოლაში ან უნივერსიტეტში თზულებებისა და დავალებების
შესასრულებლად, მაშინ კომპიუტერისათვის დაზოგვა მართებული მიზანია.ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს, კარგად დაგეგმეთ
თქვენი ხარჯები და გააკეთეთ დაზოგვის გეგმა. მიმართეთ თქვენთვის სასურველ ბანკს, გაესაუბრეთ
ბანკის თანამშრომელს, გააცანით თქვენი გეგგმები და გაიგეთ, რით დაგეხმარებათ ბანკი.







2
332
3-ს მოსწონს
ავტორი:ენრიკო707
ენრიკო707
332
  
2012, 31 ოქტომბერი, 23:39
ბრავო :))) რამდენი გიწერია... კარგია
2012, 31 ოქტომბერი, 19:36
რაციონალი ვარ :)))
0 1 2