x
მაია მიმინოშვილის განცხადება გამოცდებთან დაკავშირებით

image






























იმის გათვალისწინებით, რომ გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვა შემოდის, ვეცდები კიდევ ერთხელ განვმარტო - წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულ გამოცდას არ ჩაატარებს. გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელით კი მოსწავლეები გამოცდას საგნის სწავლების დასრულებისას ჩააბარებენ - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის გამოცდა ჩაბარდება მე-11 კლასის ბოლოს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას, მათემატიკას და ისტორიას მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ჩააბარებენ. ვფიქრობ, ეს სქემა გაცილებით მოქნილია, ვიდერე აქამდე არსებული საატესტატო გამოცდების მოდელი, რადგან ჩასაბარებელი საგნები თანაბრად და, რაც მთავარია ლოგიკურად ნაწილდება მე-11 და მე-12 კლასებზე, ამასთან, მოსწავლე, რომელიც მე-11 კლასში ვერ ჩააბარებს რომელიმე გამოცდას, ჩვეულებრივ აგრძელებს სწავლას მე-12 კლასში და ამ საგანს წლის ბოლოს სხვა გამოცდებთან ერთად აბარებს. ასეთი სისტემა სწორედ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. წლევანდელი მეთერთმეტეკლასელები შესაბამის 4 საგანს გამონაკლისის სახით არა მაისში, არამედ 2013 წლის შემოდგომაზე ჩააბარებენ, რადგან მნიშვნელოვანია მათ საკმარისი დრო ჰქონდეთ ამ გამოცდებისათვის მოსამზადებლად.













0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ფშაველი
ფშაველი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0