x
image
jango
ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ახალი ვერსია. პროკურატურა გამოძიებას იწყებს.

image2005 წლის 3 თებერვალს, 9 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქვეყანას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი ამცნო. მას შემდეგ 8 წელი გადის და ეს ამბავი ისევ ბუნდოვანია. როგორც ვარაუდობდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მაშინ იქნებოდა გამოძიებული, როდესაც ახალი მთავრობა მოვიდოდა. აი დადგა ეს დრო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა. როგორც გაირკვა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, პირველ რიგში, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეს შეისწავლის. პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მოკლეს, გვამი კი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. ისიც გავიგეთ, სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს საფერფლე ესროლა და შემთხვევით შემოაკვდაო. გამოძიებას შეიძლება ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი ხათუნდა ხოფერია დაეხმაროს. ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც ქონების დათმობას აიძულებდნენ და წამების დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაემუქრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო? მკვლელობის ძველ ვერსიებს დახრჩობის ვერსიაც დაემატა. ხოფერიას განცხადებით გამოძიებას ის დაუსახელებს ამ პიროვნების ვინაობას. ზურაბ ჟვანია ღირსეული ადამიანი იყო. მას სწამდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ძალის და როლის. ის იყო მგზნებარე, მაგრამ ყოველთვის გონიერების ხმა. ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეალური დემოკრატიული მემკვიდრეობა საქართველოს პარლამენტია. სწორედ ის იყო მისი სტრუქტურის, წესებისა და ჩვეულებების მთვარი არქიტექტორი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო საქართველოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის. დღეს ჩვენ ზურაბ ჟვანიას მივესალმებით იმისთვის, რაც იყო და იმისთვის, რაც ყოველთვის იქნება - მაგალითი მათთვის, ვისაც დემოკრატიისა და თავისუფლების სწამს.





9
8630
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:jango
jango
8630
  
2013, 26 ივნისი, 18:07
ჟვანია ერთადერთი კაცი იყო რომელიც ამ ქვეყანაში სიმართლეს მაბობდა და სანამ მეტის მეტს იტყოდა დაამშვიდესს.....ეს ყველამ კარგად ვიცით და გამოძიება რომ ჩატარდება წითელ ლამგარზე დადებულ სიმართლეს არავინ მოგართმევთ:)) ამიტომაც დიდი იმედები ნი გაქვთ რომ რამე ახალს გაიგებთ:))
2013, 29 მაისი, 4:21
ვიღაცას კი არა მიშას "შემოაკვდა" !!
2012, 7 ნოემბერი, 22:08
ეს რომ დაგეგმილი მკვლელობა ყოფილიყო ისე შეასრულებდნენ რომ ერთი სამხილიც არ დარჩებოდა. ვიღაცას შემოაკვდა და შემდეგ სისწრაფეში იმდენი შეცდომა დაუშვს რომ მე3 კურსის საშვალო იურისტიც კი დადებს დასკვნას რომ ჟვანია გაზით არ გაგუდულა. მ ო კ ლ ე ს
2012, 1 ნოემბერი, 10:45
მოკლეს ასიანია
2012, 31 ოქტომბერი, 0:32
ასიანი სპეციალურად მოკლეეს ! @@@
2012, 31 ოქტომბერი, 0:31
შემოაკვდა არა ფლავიი !!@@@
2012, 30 ოქტომბერი, 23:06
რაღაც ეჭვი მეპარება სიმართლე, რომ გავიგოთ
2012, 30 ოქტომბერი, 18:02
ნუთუ მართლა გაიხსნება ეს საქმე?სულმოუთქმელი ველი,იწყება სასწაულები
2012, 30 ოქტომბერი, 17:20
დროზე დაიწყეთ რაღას ელოდებით?
0 1 9