x
გამოიღვიძეთ!
გამოიღვიძეთ, გამოიღვიძეთ,

აახმიანეთ ზარი,

თორემ ხომ ხედავთ უღმერთოდ,

ყველაგან, რომ ჩნდება ბზარი,



როგორ გვგონია პირქუში ძილი

ვის ახალისებს ართობს!

ვისაც თქვენ სძულხართ

და ვინც თქვენაგმტრობთ,

ვინც ტკბილი ენით გათრობთ,


თავი ასწიეთ, თავი ასწიეთ,

ზეცას შეხედეთ, ხალხნო,

ნუთუ არ გინდათ, რომ ღმერთი,

ყველასთან იყოს ახლოს,


გამოიცვალეთ, გამოიცვალეთ!

აზრი, გონება, გული,

თქვენ რასაც ეძებთ, ვერ მოგცემთ

ოქრო, ვერცხლი და ფული.



ეს ყველაფერი ამქვეყნიური,

სიზმარი არის ტკბილი,

როცა უღმერთო ცხოვრებით

ქვაც გვეჩვენება რბილი,


ერთ წუთს შეჩერდით, დაფიქრდით,

რა არის თქვენი ცხოვრება?


დადგება დრო და წარსდგებით,

გამჩენის სამსჯავროზედა,

კვნესა, ტირილი, ცრემლები

არ შეგაშრებათ თვალზედა.


გაიღვიძეთ, წამოდექით,

სიბრძნე სთხოვეთ გამჩენსა,

ნეტარება წამსვლელებს და

მადლი ღვთისა დამრჩენთა!

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0