x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ერმიტაჟი, ზამთრის სასახლე (ციკლიდან "მსოფლიოს 100 საოცრება")

imageსტატიების ციკლი "მსოფლიოს 100 საოცრება". 99-ე ადგილი ერმიტაჟი, ზამთრის სახახლე სანკტ-პეტერბურგში, ეს არის რუსული ბაროკოს არქიტექტურის ნიმუში. აშენებულია XVIII ს-ის შუა რიცვებში იტალიელი არქიტექტორის რასტრელის მიერ. დიდი ხნის განმავლობაში 1918 წლამდე სასახლე რუსეთის იმპერატორების ზამთრის რეზიდენცია იყო. 1880 წელს სასახლეში აფეთქება მოაწყვეს იმპერატორ ალექსანდრე II მკვლელობის მიზნით, მაგრამ არც ის, არც მისი ოჯახის წევრები არ დაზარალებულან. 1905 წელს სასახლის წინ დაცხრილეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც საფუძველი დაუდო 1905-1907 წლების რევოლუციას. 1922 წელს სასახლე მთლიანად გადაეცა სახელმწიფო ერმიტაჟს.

თანამედროვე შენობას აქვს კვადრატის ფორმა შიდა ეზოთი, ფასადები მიმართულია ნევასკენ, საადმირალოსკენ და სასახლისმოედნისაკენ. ფასადებისა და ოთახების მდიდრული მოწყობილობა შენობას დაუვიწყარ იერს სძენს. სასახლეში 1000 ოთახზე მეტია. შენობის იერსახეს ასრულებს სახურავზე მდებარე ქანდაკებები. ქანდაკებები თავიდან ქვისგან იყო გამოკვეთილი, მაგრამ მოგვიანებით ლითონის ფიგურებით შეიცვალა.imageimageimage


4
582
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
582
  
2012, 26 ოქტომბერი, 19:08
ვაჰჰჰჰჰჰჰ რა მაგარია.კიდევ კედევ,მეტი ფოტოები თუ არის საშუალება
2012, 25 ოქტომბერი, 23:38
+1
2012, 25 ოქტომბერი, 23:37
+1000000
0 1 4