x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ატომური იარაღის მარაგები და ისტორია ! (სურათებით)
imageმეცნიერთა აზრით, ბიბლიაში აღწერილი სოდომისა და გომორას უფლის მიერ განადგურება, იგივეა რაც თერმობირთვული იარაღის გამოყენება. ჯერ კიდევ ომამდე გერმანიაში ატომური იარაღის გამოგონებაზე მომუშავე მეცნიერებს ერთი ალქიმიკოსი აფრთხილებდა, რომ ატომური ბომბის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ამ მეთოდით მიღებული უდიდესი ენერგია პრაქტიკულად უმართავი და დამანგრეველი იქნებოდა. თქვენ პანდორას ყუთს გახსნით და მერე ვეღარასდროს დახურვათო, ამბობდა ალქიმიკოსი, თუმცა არ დაუჯერეს და შედეგიც მივიღეთ.

image1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ს მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებამ უდიდესი მასშტაბების ნგრევა, ათეულ ათასობით ადამიანის წამიერად გაქრობა, ხოლო ასეულ ათასის კი სამუდამოდ დასახიჩრება გამოიწვია. ამ ფაქტმა პანდორას ყუთი ნამდვილად გახსნა და ეხლა უბედურების მოლოდინის წამზომი ჩართულია.

1945 წელს მეორე ქვეყანა სსრკ კავშირი იყო, რომელმაც ატომური იარაღი შექმნა. ატომური ბომბის ამერიკელი გამომგონებელი, ოპენჰეიმერი თავის მემუარებში წერდა, რომ არ შეიძლება მსგავსი ტიპის იარაღი მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდეს, რადგან ეს ბალანსს არღვევს, ამიტომ მან მიაჩნდა რომ სსრკ უნდა ჰქონადა იმ დროს თერმობირთვული იარაღი, ამით ბალანსი შედგა. ე.წ. შეკავების თეორიამ მოქმედება დაიწყო. თუმცა მალე სხვადასხვა ტიპის გაუმჯობესებული ბომბე შეიქმნა: ატომური, წყალბადის, ნეიტრონული თუ თერმობირთვული.

imageასევე სხვადასხვა რადიუსში მოქმედი რაკეტები რამაც თერმობირთვული იარაღის გავრცელების არეალი ძალიან გააფართოვა. ამ ბომბების გამოცდა შემდეგმა ქვეყნებმა შემდეგი თანმიმდევრობით გამოსცადეს: 1) 1945 წლის 16 ივლისს.2) სსრკ-მ 1949 წლის 29 აგვისტოს.3) 1952 წლის 3 ოქტომბერს.4) ფრანგებმა 1960 წლის 13 თებერვალს.5) 1964 წლის 16 ოქტომბერს ჩინეთმა, 6) 1974 წლის 18 მაისს ინდოეთმა, 7) 1998 წლის 28 მაისს პაკისტანმა.8) 2006 წლის 9 ოქტომბერს კი კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ.
image დღეისათვის თერმობირთვული შეიარაღების არსენალი ასე ნაწილდება:
1) აშშ- 3500 ერთეული
2) რუსეთი- 2800 ერთეული
3) დიდი ბრიტანეთი_512 ერთეული
4) ჩინეთი- 400-ზე მეტი (ზუსტი ციფრი უცნობია მაგატესთვის)
5) საფრანგეთი- 384 ერთეული
6) ინდოეთი 70-120 (ზუსტი ციფრი უცნობია)


7) პაკისტანი- 30-90 (ზუსტი ციფრი უცნობია)

8) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა -4-12 ერთეული
(აქაც უცნობია ზუსტი ციფრი)
9) მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ აღიარებს თერმობირთვული იარაღის არსებობას, სხვადასხვა მონაცემებით მის არსენალში
150-200 ერთეული თერმობირთვული ქობინია.
imageყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა მაინც ირანის საკითხია, რადგან ირანი ფანატიკურად ებრძვის დასავლეთს და თუ კი მის ხელში მოხვდება მსგავსი ტიპის იარაღი, ეს მასობრივი განადგურების მომასწავებელი გახდება.

1
1140
3-ს მოსწონს
ავტორი:გიო-გურულო
გიო-გურულო
1140
  
2012, 25 ოქტომბერი, 22:47
+1
0 1 1