x
image
ცისანა შერგილაშვილი
ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმცირესობას აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეუსრულებელი დაპირება შეახსენა

imageპარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. კოალიციის ლიდერისგან უმცირესობა დაპირებების ასრულების კონკრეტული
თარიღების დასახელებას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სწორედ ამ პრეტენზიებს უპასუხა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.
, , ბოლო რვა წელია, საქართველოს პარლამენტი
გადაქცეული იყო სანოტარო კანტორად, რომელიც
ყოველთვის ასრულებდა იმ ნებას, რომელიც ჰქონდა ერთ კაცს, საქართველოს პრეზიდენტს. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის რომ, ბოლო რვა წელია, საქართველოს ბიუჯეტი ნაწილდება არა ქართველი
ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ ერთი კაცის გემოვნებისას და შეხედულებების მიხედვით. ბოლო რვა წელია, საქართველოში სერიოზული პრობლემები იყო ადამიანების უფლებებთან
დაკავშირებით.
უმცირესობის წარმომადგენლები ახლა სუფთა ფურცლიდან რომ იწყებდეთ საპარლამენტო ცხოვრებას, თქვენი კრიტიკა გასაგები იქნებოდა ჩვენთვის. ახლა კი სრულიად გაუგებარია. ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით როცა თქვენ სვამთ კითხვებს, რჩევებს გვაძლევთ, ეს ტერმინი გამოიყენეთ, ის ტერმინი გამოიყენეთ,
8 წელი არ გქონდათ იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღგედგინათ? განა სააკაშვილი არ პირდებოდა, თავის საპრეზიდენტო პირველი ვადის დროს, სოხუმში გადავიტანთ დედაქალაქს,
ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ. რა მივიღებთ ამ რვა წლის განმავლობაში? მივიღეთ ის, რომ, რაც შევარდნაძეს გადაურჩა დაუკარგავი, ისიც მიაყოლეთ და დაკარგეთ და საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაარღვიეთ. ეს მივიღეთ თქვენგან და ამიტომ ჭკუის სწავლებები, მე ვფიქრობ, ცოტა უხერხულია“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ქალაქ რუსთავის დეპუტატმა, , ნაციონალურ მოძრაობას“ ციხეებში არსებული მდომარეობა, კახეთში დაზარალებული მოსახლეობის ფონზე გამგებლებისთვის 6 - და 8- ათასიანი პრემიების გადაცემა და თეფშების დაპატიმრებებიც შეახსენა:, , თქვენ არ იყავით მაშინ პარლამენტში, თეფშებს რომ აპატიმრებდით, ადამიანებს ინფორმაცია რომ არ მიეღოთ? სად იყავით მაშინ თქვე კაი ოჯახიშვილებო?!“, -აღნიშნა მან.

3
1038
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
1038
  
2012, 2 ნოემბერი, 2:07
+1
2012, 31 ოქტომბერი, 0:46
++++++++++++++
2012, 25 ოქტომბერი, 20:39
ჯიგარია,მასე მაგენს,სიმართლე მაგრა წვავს
0 1 3