x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ახალი iPad

imageკომპანია apple-მ როგორც ყოველთვის საკუთარი მორიგი ღონისძიების შესახებ რამდენიმე დღით აცნობა მომხმარებლებს და ამ დღეების განმავლობაში უამრავი აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით თუ რის გამოშვებას აპირებდა კომპანია apple. ყველაზე გავრცელებული აზრი iPad მინის გამოსვლას უკავშირდებოდა, თუმცა დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე სრულიად ახალი iPad ვიხილეთ. თავდაპირველად კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ უკვე გამოშვებული პროდუქტის გაყიდვების რაოდენობაზე, მონაცემების მიხედვით პირველ კვირაში 5 მილიონი iPhone 5 გაიყიდა. მოგვიანებით App Store-ს მიღწევებსა და გადმოწერების რაოდენობაზე ისაუბრეს, რაც ნამდვილად მაშტაბურია, 35 მილიონი აპლიკაციის გადმოწერა !! აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე გამოცხადდა რომ კომპანია ახალ მაკბუქებს უშვებს, ისაუბრეს IOS 6-ის დადებით თვისებებზე iმაკთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია iPad 4Th generation. მისი თითოეული ფუნქცია გაუმჯობესებულია, წინა კამერას დაემატა 720P ანუ HD ვიდეო გადაღება, ახლა უკვე Facetime-ს შესრულება HD ხარისხშია შესაძლებელი. როგორც მომხმარებლები ვარაუდობდნენ (მსგავსი ვარაუდები ასევე გამოთქმული იყო iPad 3 გამოშვებისასაც) სახეზე გვაქვს iPad მინი ! ახალ iPad-ს 9, 7 inch ხოლო iPad მინი-ს 7, 9 inch ეკრანის ზომა აქვს. ახალი iPad A6x ჩიპზე მუშაობს. ბოლოს კი iPad მინის ფოტოს გთავაზობთ, ის მართლაც საოცრად თხელია. ახალი Ipad-ის ფასები 16GB მეხსიერებაზე 499$-დან დაიწყება, ხოლო 16GB + Cellular 629$ ეღირება. iPad მინი 329$ ეღირება. 32GB მინი $429, 64GB - $519. $130 დოლარი დაემატება მის ღირებულებას თუ თქვენ მას LTE ფუნქციით აღჭურვილს შეიძენთ. iPad მინი


რა ფასი ექნება აღნიშნულ პროდუქტს საქართველოში უცნობია.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0