x
image
მიყვარხარ
პრეზიდენტი - დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ!

imageმოგეხსენებათ დღეს იმართება მერვე მოწვევის პირველი საპარლამენტო სხდომა, რომელიც პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ რამოდენიმე წუთით გადაიდო პრეზიდენტის დაგვიანების გამო. სხდომაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ბრწყინვალედ ილაპარაკა(კარგი იქნება თუ სამომავლო რეალობა დაემთხვევა მიხეილ სააკაშვილის ნალაპარაკებს). სიტყვის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანში იგი გარეთ გამოვიდა და ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა, რომ მუშებმა, რომლებიც პარლამენტის მშენებლობაზე მუშაობნენ, ჩაიდინეს ჯადოქრობა და ძალიან მოკლე დროში დაასრულეს ამ ღირშესანიშნავი ნაგებობის მშენებლობა და ასევე განაცხადა რომ, დიახ, ისინი ჯადოქრები არიან და სასწაულები საქართველოს წინ ელოდება. პირადად მე იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელ მაინც ეყოლება საქართველოს ღირსეული ოპოზიცია.

0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:მიყვარხარ
მიყვარხარ
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0