x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მარკ ცუკერბერგი: ფეისბუქს „დისლაიქის“ ფუნქცია არ დაემატება...



მარკ ცუკერბერგმა, რუსეთში ვიზიტისას, ერთ–ერთ რუსულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ცუკერბერგი საუბრობს სოციალური ქსელის მომავალზე და მათ შორის, „დისლაიქის“ ფუნქციის პერსპექტივაზეც...

ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქი ნამდვილ მეგობრობას არ აყალიბებს. ის უბრალოდ უფრო მოსახერხებელი საშუალებაა დავუკავშირდეთ ახლობლებს გაცილებით სწრაფად და ხშირად, ვიდრე ამას ტელეფონით დარეკვისას ვაკეთებდით. ცუკერბერგი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგია არსებობს იმისათვის, რათა ადამიანური შესაძლებლობების გაფართოება მოხდეს. „სოციალური ქსელი, ეს ალტერნატიული მეგობრობა არაა, ის რეალური მეგობრობის გაგრძელებაა“ – აღნიშნავს მარკი.

პოპულარული სოციალური ქსელის შექმნელი მომხმარებლებს ჰპირდება, რომ მომავალში ფეისბუქის ფუნქციები კიდევ უფრო გაიზრდება. მას, შესაძლოა, დაემატოს განათლების, მედიცინის, ფინანსების და სხვა სერვისები. რაც შეეხება „დისლაიქს“, ის ფეისბუქზე ახლო მომავალში არ გამოჩნდება. მარკის განცხადებით, თუ ადამიანებს სხვისი ფოტო ან სტატუსი არ მოეწონებათ, სულ არ არის ღირებული, მათ ეს შევატყობინოთ. „ვფიქრობ, არ ღირს ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, imageრომ უფრო ნაწყენები დარჩნენ ერთმანეთზე“ – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი...

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0