x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
მონიკა ბელუჩი-მარადიული ლამაზმანი
image

ცნობილი იტალიელი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი, რომლის სილამაზე ასაკის მატებასთან ერთად არ ხუნდება საკუთარ პატარ-პატარა საიდუმლოს ჟურნალისტებს სიამოვნებით უზიარებს...


ჩემი სისუსტეები-მიყვარს მილფეი( მილფეი ნუშის კრემის, კენკრის და ხილისგან დამზადებული დესერტი გახლავთ, რომელიც ფენებად არის განაწილებული ფენოვან ცომში) და ტირამისუ პარიზის ოტელიდან Costes.

რომში უფროს გოგონასთან ერთად ხშირად ვსტუმრობ კაფეს Giolitti. იქაური შოკოლადის ნაყინით პირს ჩაიტკბარუნებთ. ჩემი შვილების სიცილი კი ჩემი საუკეთესო ანტიდეპრესანტია.


image


ჩემი ადგილები-ტრევის შადრევანი რომში, სადაც ხშირად მივდივარ სურვილების ჩასათქმელად და მონეტების ჩასაგდებად, ისე როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი, და სურვილები ხშირად მიხდება კიდეც, კორსიკის და ბრაზილიის სანაპირო იდეალურია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, Spа Nuxe პარიზში-წევხარ შენთვის ნახევრად ბნელ კაბინეტში, რომლის კედლები გაწყობილია მე-17 საუკუნის დროინდელი ქვებით და სიამოვნებას განიჭებს მასაჟი დაწყებული ტაიტურიდან დამთავრებული კალიფორნიულით.

image

დარწმუნებული ვარ, რომ კოქტეილი ბელინი-გენიალური აფროდიზიაკია.

დიდსულოვნება, გულწრფელობა და თავშეკავებულობა-ის თვისებებია, რომელიც ყველა ქალბატონს სჭირდება. სიყვარული უბედურების და ცუდად ყოფნის საუკეთესო წამალია.


ჩემი საიდუმლო იარაღი-... არის ტვინი, აბა თქვენ რა გეგონათ?


ჩემ კოსმეტიკის ჩანთაში დევს Nuxe-ის პუდრა-ბრონზერი, პომადა Serum de Rouge-უფრო ნაზ ტექსტურაზე ვერც იოცნებებ, ტონალური კრემი- DiorSkin Nude ნატურალური კომპონენტებით და ნუშის ზეთი, რომელსაც აფთიაქში ვყიდულობ, ის sos-საშუალებაა მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის.

image


ჩემი რჩევები-ძალიან ხშირად ვმოგზაურობ და თვითმფრინავში ყოველთვის თან დამაქვს ტანის დამატენიანებელი ზეთი Rose Body Oil Dr.Hauschka. როცა სასწრაფოდ უნდა დავიკლო რამდენიმე კილოგრამი, მენიუდან გამოვრიცხავ შაქარს და პურს, ჯერჯერობით ეს საკმარისია.


წითელი პომადა ალისფერი ვარდების თაიგულს წააგავს: ის მამაკაცის მზერას თქვენსკენ იზიდავს.

image


ჩემი კუმირები-იტალიური კინემატოგრაფის ლეგენდები: კინორეჟისორები რობერტო როსელინი, ლუკინო ვისკონტი და ვიტორიო დე სიკა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე პირველ რიგში, რომ მსახიობი გავხდი.
image

2
259
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
259
  
2012, 23 ოქტომბერი, 13:36
ულამაზესი ქალია.
2012, 23 ოქტომბერი, 11:21
+++++++++++++++++++
0 1 2