x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჰოროსკოპი: ლომი
image(23 ივლისი - 23 აგვისტო) ცეცხლის ნიშანი. მზის მფარველობის ქვეშ იმყოფება. მბრძანებლური ხასიათის და მდიდარი ბუნების პატრონია. ლომი ზოდიაქოს ცენტრალური ფიგურაა, რადგან მისი პლანეტა მზე, პლანეტათა მეუფედ ითვლება. მიუხედავად ამისა. ლომს დაბრკოლებები ხშირად ხვდება და ბევრი ძალების დახარჯვაც უწევს. მის ხასიათში სიკეთეა მთავარი. ლომი ყოველთვის ბუნებრივია და უბრალო, არ უყვარს ეფექტები და თავის მოჩვენება, ამიტომაც სარგებლობს საერთო პატივისცემით. მის გვერდით ყოფნა სასიამოვნოა, დაჩაგრულს არასდროს ტოვებს გასაჭირში.

ლომი ტემპერამენტიანია და უეცარი აფეთქება იცის, უდიდესი სულიერი ძალების პატრონს შეუძლია გმირული საქციელიც კი ჩაიდინოს, ოღონდ არც პატივმოყვარეობა აკლია და საკმაოდ ადვილადაც ტყუვდება, რადგან მეტისმეტად მიმნდობია და სწრაფად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ასევე ადვილია ლომის მახეში გაბმა. ფსიქოლოგიური ალღოს ნაკლებობას იგი ხშირად მიჰყავს შეცდომებამდე, რაც ზოგჯერ ტრაგედიაშიც კი გადაიზარდება ხოლმე, მაგრამ როგორც არ უნდა უჭირდეს, წუწუნი არ უყვარს და თავის დარდს სხვებს არ აჩვენებს. ყველაზე მეტად ადამიანებში ერთგულებას აფასებს, ღალატს ვერ იტანს, სამაგიეროდ, თავადაც ერთგული მეგობარია, ოღონდ ეგაა, ერთფეროვნება მალე სწყინდება.

ლომს სიმდიდრე და ფუფუნება უყვარს, მაგრამ ზედმეტ ხელგაშლილობას იგი ხშირად სიღატაკემდე მიჰყავს, სტუმართმოყვარეა და აზარტული თამაშების დიდი მოტრფიალე, სპორტიც უყვარს, შეჯიბრებებიც. ამ ნიშნის მატარებლებს შეუძლიათ ბედი სცადონ ცხოვრების ყველა სფეროში. შეუძლიათ აირჩიონ ყველა პროფესია. მათ ხშირად ვხედავთ ხელმძღვანელის ან ლიდერის როლში, რასაც მშვენივრად ართმევენ თავს.

ქალი ლომი სიყვარულში ერთგულია, ვნებიანი, არ უყვარს გართულებები. თაყვანისმცემელთა სიმრავლე სიამოვნებს, მაგრამ იმდენად ამაყია, რომ წუთიერ გატაცებებს და ცდუნებებს არ ემორჩილება. ქალებთან მეგობრობას მამაკაცთა საზოგადოებას ამჯობინებს.


სხვა ნიშნებთან დამოკიდებულება: სახიფათოა ლომის შეკავშირება კუროსთან, მერწყულთან და ღრიანკალთან. სასურველია ქორწინება: ტყუპებთან, სასწორთან და მშვილდოსანთან, რაკიღა ვერძი და ლომი ერთმანეთს ჰგვანან ხასიათებსა და ტემპერამენტში, მათ შორის სიყვარულიც მალე ისახება. კუროსთან ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება. ერთმანეთისადმი ფიზიკური მიზიდულობა გააჩნიათ, მაგრამ კუროს ექსცენტრულობასა და ახირებულობას ლომი მოთმინებიდან გამოჰყავს. ქალწულთან ურთიერთობა უჭირს, რადგან ამ ნიშანს კრიტიკისადმი და გადაჭარბებული პედანტიზმისადმი აქვს მიდრეკილება, ხოლო ტემპერამენტით დიდად ვერ დაიკვეხნის.

მშვილდოსანთან ბევრ საერთოს ნახულობს, როგორც ტემპერამენტის მხრივ, ისე ხასიათებში - ორივე ერთგულია, გულწრფელი და უშუალოა. თხის რქასთან სასიყვარულო კავშირი თითქმის შეუძლებელია, სამაგიეროდ მეგობრობა და თანამშრომლობაა სასურველი. ასევე საეჭვო ბედი მოელის ღრიანკალისა და ლომის სასიყვარულო კავშირსაც...

6
6238
4-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
6238
  
2012, 18 ოქტომბერი, 0:26
დრაკონის წელი ჩაწერე და იპოვი, ან ჩემი სტატიები ნახეთ და მანდ არის, რომელიც არ არარის ისინი მალე იქნება..
2012, 18 ოქტომბერი, 0:23
+1000
2012, 18 ოქტომბერი, 0:22
მადლობა წინასწარ :)
2012, 18 ოქტომბერი, 0:22
დრაკონზეც დაწერე ესეც კარგი იქნება.
2012, 18 ოქტომბერი, 0:22
ყოჩაღ, კარგად გიმუშავია
2012, 18 ოქტომბერი, 0:21
კუროსაც თუ დაწერ ძალიან კარგი იქნება :)
0 1 6