x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჩიპსეტი

ჩიპსეტი

ეს
არის ჩიპსეტების კრებული ან მიკროსქემა, რომელიც ასახავს პროცესორისთვის ინტერფეისს
და პერიფერიულ
ფუნქციებს. ეს ჩიპების კრებული, როგორც წესი არის მიკროსქემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერფეისს მეხსიერების გაფართოების სლოტების და ინტეგრირებულ პერიფერიას შორის, კარნახობს დედაპლატას თუ როგორ ”ესაუბროს” პერიფერიულ აპარატულ ნაწილს. მწარმოებელი ანიჭებს ჩიპსეტს
სახელს და მოდელის ნომერს. მაგალითად,
თუ დედაპლატას გააჩნია
VIA KT7
ჩიპსეტი, თქვენ მიხვდებით, რომ მისი მწარმოებელი არის
VIA, და
დანიშნულია როგორც KT7 მოდელი. ეს
ასევე ნიშნავს
იმას რომ,
კერძოთ
ამ ჩიპსეტს
აქვს დამახასიათებელი
თვისებები ( მაგ. გარკვეული ტიპის/ბრენდის
ინტეგრირებული ვიდეო, აუდიო თვისებების
მქონე კარტა და ა.შ.).

ჩიპსეტში შეიძლება იყოს ერთი ან
მეტი ინტეგრირებული მიკროსქემის ჩიპები. ინტელის დედაპლატებზე ჩვეულებრივ არის ორი ჩიპი, როდესაც SiS -ის დედაპლატაზე მხოლოდ ერთი. შეამოწმეთ მწარმოებლის
დოკუმენტაცია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თუ რამდენი ჩიპია
ჩიპსეტში.

ჩიპსეტის ფუნქციები შეიძლება იყოს დაყოფილი
ორ
ძირითად ფუნქციონალურ ჯგუფად. ესენი არის ჩრდილოეთი
(Northbridge) და სამხრეთი (Southbridge) ჩიპისეტი.
ამ ჯგუფების და მათი ფუნქციონალურობის შინაარსი მოკლედ განვიხილოთ
შემდეგ სექციაში.

ჩრდილოეთი ჩიპსეტი (Northbridge)

დედაპლატის ჩრდილოეთი ნაწილის ჩიპსეტი (Northbridge)
არის მიკროსქემების
ერთობლიობა ან მიკროსქემა, რომელიც ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან
ფუნქციას: მართავს
მაღალი სისწრაფის
კომუნიკაციას პერიფერიულ მოწყობილობებთან, იგი პასუხისმგებელია პროცესორის
და მეხსიერების
კომუნიკაციაზე და ზოგჯერ AGP და PCIe სლოტების გამოყენებით
ინტეგრირებულ ვიდეოზე . და ამიტომ,
შეიძლება ითქვას,
რომ კომპიუტერის
ნამდვილი შესაძლებლობები
და საიმედოობა,
და ასევე პერიფერიის კონტროლი არის დამოკიდებული დედაპლატის
ჩრდილოეთი
ნაწილის ჩიპსეტზე (Northbridge).

როდესაც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ჩრდილოეთი
(Northbridge) ჩიპსეტი,
ეს არ არის სინამდვილეში ჩიპსეტის ფირმა (ბრენდი), მაგრამ ჩვენ განვსაზღვრავთ ჩიპების ჯგუფს და მიკროსქემებს,
რომლებიც შეადგენს ჩრდილოეთით
განლაგებულ დედაპლატის ჩიპსეტების ნაწილს.

პროცესორის
და მეხსიერების შორის ურთიერთობას
აწარმოებს FSB ( Front side bus), რაც არის სიგნალების ბილიკი პროცესორს და
მთავარი მეხსიერების შორის . BSB (backside bus), მეორე მხრივ ეს არის სიგნალების
ბილიკი პროცესორს და მეორე დონის ქეშ მეხსიერების ( L2 cash), თუ ის არსებობს.

ჩრდილოეთი
(Northbridge) ჩიპსეტი ასევე მართავს ურთიერთობებს სამხრეთი
(Southbridge) ჩიპსეტის ( რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგში)
და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენეტებს შორის
. ერთი სიტყვით,
თუ დედაპლატას აქვს ინტეგრირებული ვიდეო სქემა,
( და მას სჭირდება პირდაპირი შეღწევა მთავარ მეხსიერებაში),
ეს მიკროსქემა ჩვენ უნდა ვეძებოთ დედაპლატის ჩრდილოეთ მხარეს.

სამხრეთი ჩიპსეტი ( Southbridge)

როგორც ადრე აღნიშნეთ, სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge), პასუხისმგებელია გაუტაროს მხარდაჭერა ინტეგრირებულ პერიფერიას (PS/2, USB,
Parallel, IDE და სხვას), მართოს მათი კომუნიკაცია დანარჩენ სხვა
კომპონენტებთან და მათთვის დანაწილებული რესურსებთან.


უმეტესი
დღევანდელ დედაპლატებს
აქვს ინტეგრირებული PS/2, USB, Parallel, Serial
ინტერფეისების მხარდაჭერა. სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) შეიცავს ასევე დამატებითი თვისებების
მქონე LAN
(ლოკალური ქსელი),
აუდიო, ინფრაწითელი, .
FIREWIRE (IEEE
1394 სტანდარტებს . პირველად ინტეგრირებული თვისებები
დაშორებული იყო ხარისხისგან, მაგრამ ახლანდელი (მაგ. AC 97 აუდიო ჩიპსეტი) Creative Labs[1] -კორპორაციის მეტოქეა ხმის ხარისხში
და თვისებების
რაოდენობაში ( შეიცავს DOLBY Digital
Theater Surround
ტექნოლოგიასაც).

სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) პასუხისმგებელია
ასევე მართოს კომუნიკაციები სხვა გაფართოების სლოტებთან, როგორიცაა PCI, USB და
მათი მემკვიდრეების.

სურათზე მაგალითია ტიპიური დედაპლატის ჩიპსეტი ორივე ჩრდილოეთი და
სამხრეთიც
(Southbridge) კომპონენტები
შესაბამისი ინტერფეისით. შენიშნეთ თუ რომელი კომპონენტები რომელ ნაწილშია.


image

11
1860
6-ს მოსწონს
ავტორი:გოფოძე-1
გოფოძე-1
1860
  
2012, 20 ოქტომბერი, 12:10
ხოო კარგია
2012, 18 ოქტომბერი, 17:27
me 18 var
2012, 18 ოქტომბერი, 1:27
კი 9 კლასი დავამთავრე რა და ეხალა შევედი 16-ს ვარ
2012, 18 ოქტომბერი, 1:21
skola daamtavre ukve? ramdeni wlis xar??
2012, 18 ოქტომბერი, 1:20
აი სადაც გითხარი
2012, 18 ოქტომბერი, 1:18
shen sad swavlob?
2012, 18 ოქტომბერი, 0:58
ხოო ეგ უნევირსიტეტიც კარგია :)
2012, 18 ოქტომბერი, 0:57
ara ukve chavabare iliashi impormatikaze da daprogramirebaze. anu vswavlib ukve
2012, 18 ოქტომბერი, 0:56
უნივერსიტეტში თუ კოლეჯში ? უნივერსიტეტი კარგია მაგრამ კოლეჯიც კარგია ფანიკიძის 1 ნომერში არის ემის კოლეჯი და ძალიან კარგი კოლეჯია საქართველოში ყველა კოლეჯს ჯობია მე ამას გირჩევ თუ კოლეჯში აპირებ
2012, 18 ოქტომბერი, 0:52
sago kai exla unda viswavlo universiteyshi eseni gamomadgeba.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10