x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
SSD (Solid State Drive)
SSD (Solid State Drive)


image


SSD(Solid State Drive) ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. Solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით მეტი წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. Flash დამგროვებლებისგან განსხვავებით SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC (შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია, საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში ფლეშზე)


SSD - ტექნოლოგია, რომელსაც თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, მალე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიურ მიღწევად და დღეს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი გადადის მასზე. წარსულში გადაბარგებისთვის გამზადებული HDD, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ წლებს ითვლის. მძიმე, ხმაურიანი, ცხელი და, რაც მთავარია, ნელი ვინჩესტერები უკვე ვეღარ პასუხობენ დღეისათვის მათთვის დასმულ ამოცანებს. HDD-სგან განსხვავებით SSD-ს არ გააჩნია მოძრავი ნაწილები, რაც ფაქტიურად გამორიცხავს მის დაზიანებას ამ კუთხით. შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე, რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე).



SSD-ს გააჩნია მცირე ენერგომოხმარება, ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის. SSD იყენებს 3 ვატს დატვირთვისას და 0, 5W ლოდინის რეჟიმში. ენერგოეკონომიურობა ავტომატურად აისახება თბოგამოყოფაზე და ამ უკანასკნელის მაჩვენებელიც მკვეთრად იკლებს. მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში. ეს, ბუნებრივია, მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც უსვამს ხაზს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ძებნის დროს SSD-ებში გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებით, ანუ ფაილზე წვდომა უფრო სწრაფად ხდება ვიდრე მაგნიტურ დამგროვებელში. ასევე ამ ტიპისი ვინჩესტერბი არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით.


SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება: SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები).


SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი და გაზრდილია ენერგომოხმარება, აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის). SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი) დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება რადგან შედარებით დაბალი ფასი აქვს.


ყველაფრის მიუხედავად SSD-ს აქვს ერთი სერიოზული ნაკლი, რაც მას ხელს უშლის ჩაანაცვლოს HDD. ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა). კომპიუტერული ტექნიკის მფლობელთა უმეტესობა აბსოლუტურად არ არის მოწოდებული გადაიხადოს ტექნოლოგიაში საკმაოდ სერიოზული თანხა, მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ შედარებით ნელი მაგრამ დაბალფასიანი ვინჩესტერები.
SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს, ის იწყებს ცუდად მუშაობას. ისევე როგორც HDD-ებს SSD-ებსაც აქბთ bad sector-ები, მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში, რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას. არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს.



SSD სლოტზე

image


განვიხილოთ ისეთი ტიპის SSD-ები რომლებიც სლოტზე ჯდება. ამ ტიპის SSD-ებში საკმაო მრავალფეროვნებაა და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს არის ჩვეულებრივი SSD-ები, რომლებსაც აქვთ PCIe სალტის მხარდაჭერა (ზოგს x8, ზოგს x16) და ამ სალტის გამტარობის წყალობით დიდად იზრდება მათი სიჩქარე.


2009 წლის მარტში კომპანია OCZ-მ წარმოადგინა თავისი "Z Drive". წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე 600/500MB/s-ა. ამ SSD-ს არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, ის 4 ცალი 256GB-იანი MLC ტიპის SSD-სგან შედგება, რომელთაგან ერთი "master" არის, დანარჩენი 3 კი "slave". დრაივს 256MB DDR2 მეხსიერებაც აქვს, რომელიც ჩაწერა-წაშლის დროს ბუფერის ფუნქციას ასრულებს და იცავს SSD-ს შეცდომების გაპარვისგან.


ამავე წლის მარტში კიდევ ერთი SSD გამოვიდა, სახელწოდებით HP StorageWorks IO Accelerator. ეს დრაივი PCIe x4 ინტერფეისს იყენებს და მეხსიერების გაცვლის სიჩქარე 800MB/s აქვს. ლატენტურობა - 50 მიკროწამი. აგებულია SLC NAND ჩიპებზე. აქვს PCIe-სთან პირდაპირ დაკავშირებული კონტროლერი (სურათზე - რადიატორის ქვეშ). გამოიყენება სერვერებისთვის. არ აქვს Boot ფუნქცია.


დღესდღეობით ყველაზე სწრაფ SSD-ს - Fusion ioDrive Duo. მას აქვს 1.5GB/s წაკითხვის სიჩქარე, 1.4GB/s ჩაწერის სიჩქარე და 200000 IOPS. მისი ტევადობა 640GB-ა. აქვს RAID-1 მხარდაჭერა, Ecc და Boot ფუნქცია და ჯერ-ჯერობით საუკეთესოა სისწრაფეშიც.


image


1
999
8-ს მოსწონს
ავტორი:გოფოძე-1
გოფოძე-1
999
  
2012, 17 ოქტომბერი, 14:06
++++++++++++
0 1 1