x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135079
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509427
ჰააგის პროკურორების მოთხოვნას ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე, საფრანგეთმა მხარი დაუჭირა

image
ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტების თავდასხვამს, რომელსაც რამდენიმე ათასი ებრაელი შეეწირა, ისრაელმა საპასუხოდ გამანადგურებელი სისასტიკით უპასუხა, რასაც ღაზას სექტორში ათეულ ათასობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.


ნებისმიერ სახმელეთო ოპერაციას, რომელსაც მსარს ავიაცია, არტილერია და სამხედრო ფლოტი უჭრს მხარს ინტენსიური დაბომბვებით ბუნებრივია მჭიდროდ დასახლებულ ღაზაში კოლოსალური მსხვერპლი მოჰყვებოდა. სწორედ ამის თაობაზე აფრთხილებდა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ევროპის ქვეყნების ლიდერები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, როცა ეუბნებოდა, დროზე დაემთავრებინა სახმელეთო ოპერაცია, რადგან უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის წარმოუდგენლად დიდი მასშტაბები ფიქსირდებოდა.
ტერორისტების განადგურების და მძევლების განთავისუფლების საფარქვეშ ისრაელმა არაბების მორიგი ეთნოწმენდა და გენოციდი მოაწყო, არც მოკავშირეების რჩევას არც მოთხოვნას უგდო ყური რამაც აშშ და ევროპა დააფიქრა, თუ რა სახის ღონისძიება განეხორციელებინათ ისრაელის შესაჩერებლად.

ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორებმა მოითხოვეს ორდერი "ჰამასის" ლიდერების და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად. დაკავების ორდერი მოთხოვნა გაიცა ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრრ იოავა გალანტზე. დაკავების მიზეზად კი ჰააგის საერთაშორისო, სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორებმა დაასახელეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები.

image

პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურ დონეზე დაუჭირა მხარი ჰაგის პროკურორების მოთხოვნას, საფრანგეთი გახლავთ.


"ისრაელთან დაკავშირებით, სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება გასცემს თუ არა ამ ორდერებს, მას შემდეგ რაც პროკურორის მიერ წარდგენილი იქნება "ჰამასის" და ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების ნუსხა. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და ბრძოლას ყველა სიტუაციაში დაუსჯელობის წინააღმდეგ" - თქვა სტეფან სეჟურნემ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


სეჟურნეს თქმით, ისინი ისრაელს თვეების მანძილზე აფრთხილებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე და განსაკუთრებით მიუღებელი იყო ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის დიდი მაჩვენებელი.


0
83
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
83