x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135079
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509427
ზაფხული კარზე გვიკაკუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურობის და დასვენების დრო იწყება
image
ზაფხული, როგორც სათაურში დავწერე უკვე კარზე გვიკაკუნებს, რაც იმისი მაუწყებელია, რომ მოგზაურობის და ზოგადად დასვენების პერიოდი იწყება.
ვის მთაზე საზაფხულო იალაღები იზიდავს დასასვენებლად, ვის უცხოეთში მოგზაურობა იზიდავს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნილება მაინც ზღვისპირა ქალაქებში და დასახლებებში დასვენებაზეა.


შესაბამისად ბინების ფასი კატასტროფულად მოიმატებს ზღვისპირა ქალაქებში და დასახლებებში. შარშან ბათუმში ისეთი ფასები ედო ბინებს, ხალხი სარფისკენ გარბოდა იქნებ იქ უფრო იაფად ვიშოვო ბინაო.


გონიოშიც საკმაოდ მაღალი ფასები იყო და ქობულეთშიც, მაგრამ ამხელა ქალაქებში მაღალ ფასებს ვინ ჩივის როცა აგერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ანაკლიასა და განმუხურში დასაქირავებელ ოთახებს კერძო სექტორში ისეთი ფასები ედო გეგონებოდათ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები ყოფილიყო.
ზოგადად საბაზრო ეკონომიკა ცუდად ესმის საზოგადოების დიდ ნაწილს, ნაწილს უბრალოდ "გაუმაძღარი ბუნება" არ აძლევს გასაქანს. დამსვენებელი კი იძულებულია 10 დღიანი დასვენება 5 დღემდე "შეკვეცოს" ფინანსების დეფიციტის გამო.

როცა 1 ხაჭაპურში 20 ლარს, რომ გადაახდევინებ დამსვენებელს, ის მეორედ არ მოგეკარება, ყავა, რომ ყავაა ისე ძვირი ღირს ამ ფასად ზოგიერთ კაფეში გემრიელად დანაყრდები.


როცა ლარად ნაყიდს 10 ლარად დაუპირებ გაყიდვას მუდამ წაგებული დარჩები, რადგან დამსვენებელი არ მოგეკარება.



გამოდიან მერე მედიით და ხელისუფლებას აგინებენ ასეთები, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და ბანკის ვალს ვერ ვფარავ დამსვენებლების არყოფნის გამოო.


ამიტომ უნდა გაყიდო პროდუქტი რეალურ ფასად და დამსვენებლებიც გეყოლება.
ანაკლია-განმუხურში ლამის ყველა მიცნობს და როცა ზღვაზე მივდივარ უამრავი ნაცნობი მეპატიჟება, მეც ვუხსნი ამ ხალხს, თუ უნდათ, რომ კრედიტებიც დაფარონ სახლის სასტუმროდ გადაკეთებისათვის და მოგებაც ნახონ, დაიქირავონ ერთი დარგის სპეციალისტი, რომელიც მოგების ხელსაყრელ ფასებს შეურჩევს დამსვენებლების მომსახურებისათვის.


ისე ცოდვა გამხელილი ჯობია, ანაკლია-განმუხური ანაკლიის პორტისათვის ზღვიდან ქვიშის ამოქაჩვის მერე ის არაა რაც იყო, ცნობილი ხიდი ნადგურდება, ღია ამფითეატრი გაპარტახებულია, რესტორანი რომელსაც მილიონ 750 000 ლარი "მიათხლიშეს" უფუნქციოდაა დარჩენილი. ხაზარაძის "დამსახურებით" კი ქარიან ამინდში ანაკლია საჰარის უდაბნოს ემსგავსება, რადგან ქვიშა ისე დააქვს ქარს, გარეთ ვერ გახვალთ დაუცველი სახით.

მოდით ისევ პოზიტივზე დავბრუნდეთ, წელს დიდი რაოდენობის დამსვენებელს ელოდებიან განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, იმედია მოსახლეობა რეალურ ფასს დაადებს ბინებსაც და პროდუქტებსაც და ისევ არ გავხდებით უცხოელი ტურისტების გასაქილიკებელი.

ასეთი გოგოები, რომ უხვად იქნება წელს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე ეს ცხადზე უცხადესია.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



+14
















0
141
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
141