x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135296
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509571
"აღარ მიღირს, რა! არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…"- რას აცხადებს ზურა ყიფშიძე

image


ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე ე.წ. რუსული კანონის შესახებ ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე მიღებული კანონი მას აღაფრად უღირს. გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობის ინტერვიუდან მცირე ამონარიდს:


"აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა!


ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა? ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…"- აცხადებს ზურა ყიფშიძე.


შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. გუშინ, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან კვლავ მარშით დაიძრნენ სტუდენტები. მათმა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა და გზა გადაკეტა. მოგვიანებით კი ისინი პარლამენტისკენ გაემართნენ, რათა იქ მყოფებს შეერთებოდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე ერთი თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 14 მაისს, "ქართული ოცნების" 84-მა დეპუტატმა რუსულ კანონს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.







0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345