იმერეთი 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ, ხონში მდინარემ გამორიყა 16 მაისი, 13:31 27 წლის ანი პაპავას, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, როგორც ცნობილი გახდა, მისი ცხედარი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ ეძებდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.დაკარგული გოგოს სამძებრო ღონისძიებებში ოჯახთან ერთად პოლიცია იყო ჩართული. ბოლოს ის ქუთაისში, ავტოსადგურში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი 15 მაისს, საღამოს იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო.
სოციალურ ქსელში მისი მეგობარი მარიამ დარსალია ანა კალანდაძის ლექსით ეხმაურება ანი პაპავას გარდაცვალებას: მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
Ani Papava მიყვარხარ და შეხვედრამდე
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ანი პაპავამ სიუციდი განახორციელა, თუმცა იმედია გამოძიება დაადგენს გარდაცვალების მიზეზს., ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა. 541 2-ს მოსწონს
|