ქალი და მამაკაცი 33 საინტერესო ფაქტი ქალის მკერდის შესახებ 15 მაისი, 13:43 ფაქტები, რომლებიც დაგაინტერესებთ: 1. მეცნიერთა აზრით, ქალის ორი მკერდის საშუალო წონა დაახლოებით ოთხასი გრამია. 2. ქალის ყოველი კილოგრამი ამატებს მკერდის წონას დაახლოებით 20 გრამით და პირიქით. 3. მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში მკერდის გადიდება შეიძლებოდა ცხოველური ცხიმის, პარაფინის ან ცვილის გამოყენებით. 4. ქალების 80 პროცენტს ერთი მკერდი (ჩვეულებრივ მარცხენა) მეორეზე ოდნავ დიდი აქვს. 5. ამერიკელმა სოციოლოგებმა 2003 წელს განაცხადეს, რომ რაც უფრო დიდია მკერდის ზომა, მით უფრო მაღალია ინტელექტუალური განვითარების დონე. 6. მკერდი შეიცავს ჯირკვლის ქსოვილის 15–20 წილს – ყველა ერთად ისინი ყურძნის მტევანს წააგავს. 7. იაპონიაში „მინიმალური“ მკერდი დიდი ხანია სილამაზისა და ქალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. არსებული ფორმების დასამალად იაპონელი ქალები ბიუსტებს თეთრეულით იხვევდნენ. 8. ქალის მკერდი მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ოდნავ იზრდება ზომაში. 9. რომის იმპერატორის კარაკალას დედას, ჯულია მამეას და ჰენრი XVIII-ის მეორე ცოლს, ანა ბოლეინს, თითოეულს ჰქონდა 3 სარძევე ჯირკვალი. 10. არიან ქალები, რომლებსაც მკერდზე მოფერებისას შეუძლიათ ორგაზმის მიღწევა. 11. ქალის მკერდში კუნთოვანი ქსოვილი არ არის. 12. ძველად სამხრეთში მცხოვრებ სლავებს ჰქონდათ რწმენა, რომ წყლის სხვადასხვა უბნის ზღაპრულ ბინადრებს - ქალთევზებს - ისეთი ზომის მკერდი ჰქონდათ, რომ ადვილად ააგდებდნენ ზურგს უკან. 13. ალექსანდრე დიუმას ჰქონდა ორი თასი, რომლებიც ჩამოსხმული იყო გრაფინია დე ბარის მკერდის ფორმის შესაბამისად. 14. სტატისტიკის მიხედვით, ქალების 58% მუდმივად ატარებს არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს, რადგან მათ თვალით ირჩევს, საკუთარი პარამეტრების ცოდნის გარეშე. 15. ქალების დაახლოებით 70%-ს სურს მკერდის გადიდება, ან როგორმე ბუნებრივი ფორმის შეცვლა. ხშირად ეს სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემებით არის განპირობებული. 16. პლანეტის ყველაზე დიდი მკერდი - 82 x 266 x 193 სმ - პოლიესტერის ფისისგან დაამზადა ფრანგმა მოქანდაკე სეზარმა. 17. ჰიპოკრატე ურჩევდა ბრტყელი მკერდის მქონე ქალებს უფრო და ხმამაღლა ემღერათ ბიუსტის გასადიდებლად. 18. ტრადიციული იმპლანტანტების გამოყენებით, შემთხვევების 28%-ში, ფიბროზი ჩნდება მკერდში - შემაერთებელი ქსოვილი იზრდება უცხო ობიექტის გარშემო. 19. ამაზონებმა ადრეულ ბავშვობაში მარჯვენა მკერდს იღებდნენ, იჭრიდნენ ან გამოწვავდნენ. ამით მათ მშვილდიდან სროლა უადვილდებოდათ და სხვა ვერსიით ეს მტრების დასაშინებლად კეთდებოდა. 20. მე-18 საუკუნეში, როდესაც ქალების დეკოლტეები უკიდურესად ღრმა იყო, არეოლებისა და ძუძუსთავის ფერს კი საღებავები აძლიერებდა. 21. 1886 წელს ბრიტანელებმა პლანეტაზე პირველი ბიუსტჰალტერი შექმნეს, სახელწოდებით „მკერდის ფორმის გასაუმჯობესებელი მოწყობილობა“. გარეგნულად იგი ჩაის საწურს წააგავდა, რომელიც მკერდზე იყო მოთავსებული და ლენტით დამაგრებული. 22. ინდოეთსა და აფრიკაში დიდი მკერდი ძალიან პოპულარულია, ვინაიდან ადგილობრივ რელიგიებში დედობის კულტი სუფევს. 23. იტალიის არმიის რეგლამენტს აქვს დებულება, რომ შთამბეჭდავი მკერდის მქონე გოგონებმა უნდა გაიარონ ოპერაცია მათი შემცირების მიზნით, თუ ისინი აპირებენ ქვეყნის ჯარში სამსახურს. 24. მშობიარობამდე მკერდი დაახლოებით 700 გ-ით მძიმდება. 25. პატარა მკერდის მქონე ქალებს ავსტრალიელი აბორიგენები არასრულფასოვნებად თვლიდნენ. 26. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში არსებობდა წესი: ქალი საჯარო მოხელეებს მოეთხოვებოდათ ერთნაირი ზომის მკერდი. 27. შორეულ ჩრდილოეთის ზოგიერთ ხალხში არსებობს რწმენა, რომ ჩასახვა ხდება მკერდში და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება ბავშვი ქალის მუცელში. 28. თუ გოგონას უნდა დაკავდეს ბოდიბილდინგით, სავსებით შესაძლებელია, მკერდი დაკარგოს: ამ სპორტში ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც ძირითადად მკერდს ქმნიან, ძალიან სწრაფად „იწვება“. 29. დღესდღეობით გოგონების მკერდის საშუალო მოცულობა დაახლოებით 91, 4 სანტიმეტრია. 30. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით რომ ვთქვათ, ქალის სარძევე ჯირკვალი არის მოდიფიცირებული საოფლე ჯირკვალი. 31. ევროპელ ქალებს ძირითადად აქვთ ნახევარსფერული მკერდი, აზიელ ქალებს – კონუსური, ხოლო აფრიკელ ქალებს – მსხლის ფორმის მკერდი. 32. სახელწოდება ნინჩურტი, რომელსაც ატარებს მთა, რომელიც მდებარეობს კოლას ნახევარკუნძულის ცენტრში, სეიდის ტბის მახლობლად, სამიდან ითარგმნება როგორც "ქალის მკერდი". 33. სიცივის გამო მკერდი იჭიმება, უფრო მიმზიდველი ხდება. 144 1-ს მოსწონს
|