x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ იქცა ტაილანდი მსოფლიოს ტრანსგენდერთა დედაქალაქად?

image


ტაილანდი ტრადიციულად ასოცირდება სამ რაღაცასთან: ტროპიკულ პლაჟებთან, სამკურნალო მასაჟთან და ლედიბოებთან. სამეფო ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული სახელმწიფოა ლგბტ თემის მიმართაც. სქესის შეცვლის ოპერაციები აქ სრულიად ლეგალურია და ის ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვისაც არის. როგორ იქცა სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანა ტრანსგენდერული კულტურის გლობალურ ცენტრად? დღეს სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.





მოულოდნელი ცვლილებები


image


კატოი - ტაილანდში "მესამე სქესის" აღმნიშვნელი ტერმინია. კა­ტო­ი­ები ცდილობენ გამოიყურებოდნენ რაც შეიძლება ქალურად, და ამისთვის არც ჰორმონალურ და არც ქირურგიულ პროცედურებზე ამბობენ უარს. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მამაკაცები, რომლებსაც არ მოსწონთ თავიანთი სხეული და სოციალური როლი, ასევე ქალებიც, რომლებსაც სურთ უკეთ გამოიყურებოდნენ. ასეთი ადამიანების შესახებ პირველი მტკიცებულება 700 წლის წინ გაჩნდა. თავად ტერმინს "კატოი" კი პირველად მე-19 საუკუნეში ვხვდებით, თუმცა გენდერული უმცირესობების ზრდა ტაილანდში ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 1956 წლიდან ქვეყანაში ერთსქესიანთა კავშირები კანონით არ იდევნება, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ მაინც გმობს, თუმცა სოფლად თუ შორეულ პროვინციებში ასეთ კავშირებს დღემდე არ სცნობენ.





და რა მოხდა ასეთი ტაილანდელთა ცხოვრებაში 90-იან წლებში?


image

ტაილები ყოველთვის უფრო ტოლერანტულები იყვნენ ადამიანების მიმართ, რაც ბუდიზმისა და მრავალი ადგილობრივი კულტურის ნაზავით იყო განპირობებული, თუმცა არ იყო არც სამედიცინო ტურიზმი და არც მსგავსი პოპულარობა ტრანსგენდერ ადამიანებს შორის. და მაინც რა მოხდა? მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანა აიძულა შეცვლილიყო. 1997 წელს მთელს რეგიონში ეკონომიკური გადახურება მოხდა. გლობალურმა ინვესტორებმა, რომლებიც მშპ-ს ფეთქებადი ზრდა უზრუნველყვეს, დაიწყეს წარმოებების გადაადგილება და ფულის გატანა. ტაილანდი მოულოდნელად გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.


image


სახელმწიფო ვალი წარმოუდგენელ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ფონდები გადაინვესტირებული აღმოჩნდა. საერთაშორისო სპეკულანტებმა ადგილობრივი ვალუტის კურსის დაცემის მოლოდინში კრედიტის აღება ბატებში დაიწყეს და სესხების გაცემა კი დოლარში. ტაილანდის ხელისუფლებამ სცადა ეროვნული ვალუტის დოლარიდან გამოყოფა რითიც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბატის ღირებულება 3-ჯერ დაეცა. კრიზისის დაძლევა ნეოლიბერალური რეფორმების სერიის დახმარებით მოხერხდა, რომელსაც ბანგკოკში "მწარე წამალს", ხოლო კრიტიკოსები - "ერის გაყიდვის კანონებს" უწოდებდნენ. სიტუაცია ნაწილობრივ სსრკ-ს დაშლის შემდეგ არსებული ვითარების იდენტური იყო. ტაილანდში უცხოური კომპანიები და მსოფლიო კულტურა ნიაღვარვით შეედინა.





განსაკუთრებული ტურიზმი


image


ტაიელებმა ქვეყნის განვითარება ტურიზმის საშუალებით გადაწყვიტეს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოდან ტურისტების მიზიდვის მიზნით გლობალური პროექტი აამუშავა, ხოლო მეზობელ ქვეყნებთან უპირატესობის მოსაპოვებლად მათ აქცენტი მაქსიმალურ ტოლერანტობაზე გააკეთეს. 2002 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღო. ერთსქესიანთა ურთიერთობები აღარ განიკითხებოდა. კატოიმ სქესის შეცვლის ოპერაციების გაკეთების საშუალება მიიღო. ტურიზმზე ფსონის დადებამ იმუშავა. ტურიზმი და მომსახურების სექტორი ეკონომიკის საფუძველი გახდა და დღეს ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს შეადგენს. ცალკე კატეგორიად იქცა სამედიცინო ტურიზმიც: პლასტიკური და ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად ქვეყანას ყოველწლიურად 3-4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, თუმცა იურიდიულად ქვეყანა არ ცნობს არც ერთსქესიანთა ქორწინებას და არც სქესის შეცვლას. პასპორტის გრაფაში "კაცის" "ქალით" შეცვლა შეუძლებელია. ტრანსგენდერებს მოეთხოვებათ ჯარის გავლა და დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის კაცებისთვის განკუთვნილ ციხეებში მოხდა.





რელიგია და მედია


image


ტრანსგენდერებს შორის ტაილანდმა პოპულარობა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა. ამაში მათ რელიგია და კულტურა დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95 % ბუდისტია. ბუდიზმი კი არ გმობს სქესის შეცვლას. აქ დომინანტური იდეა ახალ სხეულში სულის ხელახალი დაბადებაა.


image


ითვლება, რომ ტრანსგენდერი არის ცოდვილი, რომელიც წარსულ ცხოვრებაში იყო ქალი, მაგრამ ამ ცხოვრებაში ჩადენილი იმ ცოდვების გამო ის მამაკაცის სხეულში დაიბადა. ტაილანდის სამოქალაქო რეესტრისგან განსხვავებით, ბერები თავისუფლად აკურთხებენ ერთსქესიანთა ქორწინებებს, ხოლო ბოლო პერიოდში მოსახლეობის შეხედულებებში რევოლუცია მოკრივე ნონგ ტუმმა მოახდინა. ის გახლავთ ეროვნული ჩემპიონი ტაილანდურ კრივში. კარიერის დასაწყისში ნონგი ყოველი ბრძოლის წინ სახეზე ქალურ მაკიაჟს იკეთებდა და ზოგადად ქალურადაც გამოიყურებოდა. ნონგ ტუმს არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული. 1999 წელს ნონგს ჩაუტარდა სრულყოფილი ოპერაცია, მათ შორის სასქესო ორგანოებზე. 2006 წელს ის რინგს დაუბრუნდა და მამაკაცებზე არაერთი განსაცვიფრებელი გამარჯვება კვლავ მოიპოვა. რამდენიმე წლის შემდეგ ნონგზე ფილმიც კი გადაიღეს, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მიიღო.


image


მიუხედავად ტაელთა ღიაობისა, ითვლება, რომ ლედიბოებს (M → F) და ტომბოებს (F → M) ქვეყანაში მაინც ავიწროვებენ. გარდა ამისა, მათ არ უშვებენ საჯარო სამსახურში და ეკრძალებათ უმაღლესი განათლების მიღებაც, ასევე არ აქვთ დოკუმენტების შეცვლის უფლება. ასეა თუ ისე, ტაილანდის ხსენებისას ლედიბოები პოპულარულ ასოციაციად რჩებიან - და დღეს ამის შეცვლა უკვე შეუძლებელიც კია.





0
307
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
307