ამოცანები თავსატეხი ინტელექტუალებისთვის (პასუხი აქვს) 12 მაისი, 13:42 ეს გეომეტრიული თავსატეხი, იაპონელმა ჰიროკადზუ ივასავამ მოიგონა, რომელიც სხვა, არაერთი საინტერესო გამოცანის და თავსატეხის ავტორია. ამ თავსატეხის არსი, მუყაოსგან დამზადებული კვადრატის, მართკუთხა ქსოვილის "კონვერტში" (ტომარაში) მოთავსებაა. ერთი შეხედვით, თითქოს, "მისია შეუსრულებელია". მაგრამ, თავსატეხის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ კვადრატის გვერდი √2 ტოლია, ხოლო მართკუთხედის ფართობი – 2х1, ანუ ორივეს ფართობი ერთნაირია. სწორი პასუხის ნახვა ამ ვიდეოზე შეგიძლიათ. ასახსნელად ვიდეო, ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა: გამოცანა 2012 წელს, წლის საუკეთესო გამოცანად აღიარეს და მას შემდეგ, პოპულარობა არ მოჰკლებია... ის საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის, ისე მათემატიკის სასკოლო წრის წევრებისთვის! P. S. აქვე გთავაზობთ სხვა, არანაკლებ საინტერესო გამოცანებს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გაცნობილხართ: I. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდაზე, ერთ მწკრივში 6 ფინჯანი დგას. ამასთან, პირველი სამი ცარიელია, დანარჩენ სამში კი – წყალია. როგორ უნდა მივაღწიოთ, ცარიელი და სავსე ფინჯნების მონაცვლეობას, თუ ხელის ხლების უფლება, მხოლოდ ერთ ფინჯანზე გვაქვს? II. სანატორიუმის გაზონზე, ორი მამაკაცი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. ერთმა ჩოგანი ისე ძლიერ მოიქნია, რომ ბურთი შორს გაფრინდა და ლითონის მილში ჩავარდა. მილი მიწაში 3 მ. სიღრმეზეა ჩაფლული და ბურთი მის ფსკერზეა. როგორ უნდა გააგრძელონ თამაში, თუ სხვა ბურთი არა აქვთ და ვერც მილს ამოთხრიან მიწიდან? IV. წარმოიდგინეთ ათ კილომეტრიანი ხიდი სრუტეზე. მისთვის მაქსიმალური დატვირთვა – 25 ტონაა. ზუსტად 25 ტონას იწონიდა სატვირთო მანქანა, რომელიც ხიდის დასაწყისში იყო. ხიდის ბალანსი ჯერ–ჯერობით დარღვეული არ არის. მაგრამ, როდესაც სატვირთომ ხიდის ნახევარი გავიდა, მოულოდნელად მასზე ბეღურა დაჯდა. როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს ფრინველი ბალანსის დარღვევას და ხიდის ჩანგრევას? მეომარს ერთი მცველისთვის, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება ჰქონდა. ამასთან, ტყვემ არ იცოდა, რომელი იყო მატყუარა და რომელი ამბობდა ყოველთვის სიმართლეს. რა უნდა იკითხოს მეომარმა, რომ «თავისუფლებისკენ» მიმავალი გასასვლელის მდებარეობა დაადგინოს? როგორ უნდა მოიქცეთ, რომ კარი გააღოთ და ქუჩაში გახვიდეთ? VIII. მამამ გადაწყვიტა, თავის შვილისთვის, რომელიც სკოლაში სწავლობდა, ეშმაკური კითხვა დაესვა: დაასახელე ყველაზე დიდი რიცხვი – უთხრა მან ბავშვს. შვილის პასუხმა ის გააოცა და არც გასაპროტესტებელი იყო რამე. პროგრამისტისთვის მსგავსი შეკითხვა, რთული არ არის. მაგრამ, რა უპასუხა სკოლის მოსწავლემ? X. წვეულების შემდეგ, მამაკაცი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა. ის სოფლის ქვიშიანი გზის ცენტრში მიდიოდა. გზას არც მთვარის შუქი ანათებდა და არც ლამპიონები. მამაკაცს შავი სამოსი ეცვა. უეცრად გზაზე მანქანა გამოჩნდა, რომელიც გათიშული ფარებით მოძრაობდა. მძღოლმა შეამჩნია ფეხით მიმავალი და რომ არ დასჯახებოდა, გზიდან გადაუხვია. როგორ დაინახა? გაგრძელება (იხ. პასუხები) >>> არხის სხვა სიახლეები:* პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები* ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?161 2-ს მოსწონს
|