x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა მთვარის ბაზის კონცეფცია წარმოადგინეს (ვიდეო)

image


ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციამ (CNSA) მთვარის ბაზის კონცეფცია წარმოადგინა, რომელშიც ნაჩვენებია სადესანტო მოდული და მთვარის მავალი, ასევე ორბიტალური თანამგზავრების გასაშვები მოედანი. დეპარტამენტი ამ პროექტში ინვესტიციების ჩადებას, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე აპირებს. როგორც მათ აღნიშნეს, მიმდინარე მიმართულება, უკვე დაგეგმილ მისიებს – «Chang'e–6» (2024) და «Chang'e–7» (2027) შეესაბამება.

ჩინეთი, მთვარის ბაზის შექმნის ინიციატივას, ისეთ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს, როგორიცაა ეგვიპტე, პაკისტანი, აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი. სამომავლოდ, CNSA–ი პროექტში, სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართვასაც აპირებს.



სააგენტო 2028 წლისთვის, პირველადი კომუნიკაციების დაწყებას გეგმავს, რომელიც ელექტროენერგიის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების წარმოებისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი, დედამიწის თანამგზავრზე კვლევები ჩატარდება, საერთაშორისო ბაზის (ILRS) მშენებლობასაც ითვალისწინებს.

კომპლექსი ადაპტირებული იქნება გრძელვადიანი მისიებისთვის, როგორც თანამგზავრის ზედაპირზე, ასევე მის ორბიტაზე. დაგეგმილია, რომ ILRS–ი ორ ეტაპად იქნება აშენებული: 2035 წლისთვის, მთვარის სამხრეთ პოლუსის ირგვლივ ძირითადი ინფრასტრუქტურა აშენდება, ხოლო, 2045 წ. — სრულად აღჭურვილი კომპლექსი აშენდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა

* 20 ფოტო–შედევრი, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა

* თავსატეხი, ინტელექტუალებისთვის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0