სხვა ყველაზე ჭკვიანი ცხოველები – ტოპ 10, AZ Animals–ის ვერსიით 10 მაისი, 16:17 როგორც ამბობენ, ზოგიერთ ცხოველს, თავისი განვითარების მიხედვით, 5 წლის ბავშვის ინტელექტი აქვს. პლანეტის ბინადართა გონებრივი შესაძლებლობებით შთაგონებულმა, AZ Animals–ს გუნდამ, ყველაზე ჭკვიანი ცხოველების და ფრინველების საკუთარი რეიტინგი შეადგინა, რომელსაც აქ გთავაზობთ: ვირთხა — X ადგილი ვირთხები, უბრალოდ ჭკვიანი და გონიერი ცხოველები კი არ არიან, შეუძლიათ ლაბირინთებში გავლა და მეცნიერების მიერ მოგონილი, სხვადასხვა ლოგიკური ამოცანების გადაჭრა. ეს მღრღნელები ძალიან სოციალურები არიან და თუ მარტო რჩებიან, დეპრესია ემართებათ, რაზეც მათი ქცევითი ნიშნები მიუთითებს. მტრედი — IX ადგილი მტრედებს რთული თვითშეგნება გააჩნიათ და მათ ანბანის ასოების ამოცნობა და ფოტოზე ორი ადამიანის ერთმანეთისგან გარჩება შეუძლიათ. ყორანი — VIII ადგილი ტყუილად კი არ ითვლება ყვავი, პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე ჭკვიან არსებად... ეს ფრინველები, უკვე 4 თვის ასაკში ხვდებიან, თუ როგორ არის, მათ ირგვლივ არსებული სამყარო მოწყობილი. ისინი ადვილად იწვრთნებიან, შეუძლიათ იარაღის შექმნა, მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით და წარმოიდგინეთ, სავაჭრო ავტომატით სარგებლობაც კი იციან*. ღორი — VII ადგილი ღორებს ძალიან განვითარებული ემოციური ინტელექტი გააჩნია. ეს ცხოველები გოჭებს, ძუძუთი კვებისას უმღერიან, რა დროსაც, რამდენიმე ათეულ ბგერას იყენებენ. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მათ თანაგრძნობის უნარი გააჩნიათ. რვაფეხა — VI ადგილი რვაფეხას მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი გააჩნია. არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც აკვარიუმში მყოფი რვაფეხა, მინის გატეხის და იქიდან გაქცევის იმედით, კედლებს ქვებს ესვრის. რვაფეხას ასევე, ბოთლის და ქილების გახსნა შეუძლია, თუ მას ხრახნიანი სახურავი აქვს. ჟაკო, რუხი თუთიყუში — V ადგილი ჟაკოს ინტელექტს 5 წლის ბავშვის ინტელექტს ადარებენ. ამ ფრინველს ასობით სიტყვის და ფრაზის დამახსოვრება შეუძლია. გარდა ამისა, შეუძლია ნივთის ფერის და ფორმის გარჩევა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჟაკოს მხოლოდ სიტყვების კი არა, – ზოგიერთი მათგანის შინაარსის დამახსოვრება და პატრონთან ურთიერთობაში, მისი გამოყენება შეუძლია. სპილო — IV ადგილი სპილოები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ მათ რთული სოციალური სტრუქტურის აგება შეუძლიათ. ასე, მაგ., ეს ცხოველები საკუთარი ოჯახის წევრებისთვის დაკრძალვას აწყობენ და გლოვობენ. გარდა ამისა, სპილოებს თავის განკურნება შეუძლიათ და მშობიარობის გამოსაწვევად, გარკვეული მცენარეებს იყენებენ. მაგრამ, მთავარი ფაქტი, რომელიც ამ ცხოველების მაღალ ინტელექტზე მიუთითებს – ეს თავგანწირვის უნარი არის. თუ სპილო მიხვდა, რომ მას თავისი ოჯახის, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადარჩენა შეუძლია, არც დაფიქრდება, ისე გასწირავს თავს. შიმპანზე — III ადგილი გენეტიკურად, ადამიანის უახლოესი ნათესავი შიმპანზეა (სხვაობა, 1 % არ აღემატება). ამ ცხოველებს, ხელსაწყოების შექმნან, ხელმისაწვდომი მასალებისგან შეუძლიათ. გარდა ამისა, ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრა და ხუმრობაც კი. ხოლო, ყველაზე გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ შიმპანზეებს ჟესტების ენაზე კომუნიკაცია შეუძლიათ. ისინი ამ ენას, ადამიანის გავლენის გარეშე, თავად ითვისებენ. აფალინა — II ადგილი ყველაზე ჭკვიანი, დელფინისებრთა ოჯახიდან, აფალინაა. ამ ძუძუმწოვრებს დიდი და განვითარებული ტვინი აქვთ, რაც მათ, დიდი რაოდენობის ბრძანების შესწავლის საშუალებას აძლევს. ეს ცხოველები სარკის ტესტსაც (როდესაც ცხოველი სარკეში საკუთარ თავს ცნობს) მარტივად გადიან... და საერთოდ, სარკე რა არის? აფალინებს ტელევიზორის ყურება და ეკრანზე გადაცემული სურათების ამოცნობაც შეუძლიათ. ორანგუტანი — I ადგილი ორანგუტანი – ერთ–ერთი ყველაზე ადვილად საწვრთნელი ცხოველი. ინტელექტის დონის მიხედვით, ის ყველაზე ახლოს არის ადამიანებთან. ასე, მაგ., ორანგუტანის შეუძლია ჟესტების ენა ისწავლოს, კანოეთი იცურაოს და ნიჩბები გამოიყენოს... და ეს ყველაფერი არ არის. ეს ცხოველები ადვილად უმკლავდებიან ხელსაწყოებს. ერთხელ ზოოპარკში, ორანგუტანგმა ადამიანის მიერ დატოვებული ხრახნი მიითვისა, შემდეგ კი – ვოლიერი დაშალა და გარეთ გამოვიდა. P. S. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი, ჭკვიანი ცხოველების ათეულში ვერ მოხვდა, ბევრ მათგანს, სხვა შესაძლებლობები და უნარ–ჩვევები გააჩნიათ. * ყვავი ძალიან ჭკვიანი ფრინველია – ყველაზე ჭკვიანიც კი, როგორ ფრინველებს, ისე ცხოველებს შორის. ისინი 250–მდე სხვადასხვა ხმოვან სიგნალს იყენებენ და მათ შორის, არის გამაფრთხილებელი სიგნალებიც. მაგ., ასეთი: «ფრთხილად, კატა!», «ფრთხილად, მიმინო!», «ფრთხილად, ადამიანი!»... გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები* ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?382 2-ს მოსწონს
|