სხვა მითები დელფინების შესახებ, რომლებიც უნდა დავივიწყოთ 15 მაისი, 8:58 მითი I. დელფინებს კუდზე სიარული შეუძლიათ არსებობს მოსაზრება, რომ კუდის ფარფლის ბალანსირების წყალობით, დელფინებს კუდზე დგომა და გადაადგილება შეუძლიათ — ასეთი რამ მართლაც შესაძლებელია. მაგრამ, მხოლოდ დელფინარიუმში, ხანგრძლივი წვრთნების შემდეგ. გაწვრთნილ დელფინებს, ასევე შეუძლიათ ვერტიკალურად ცურვა და ადამიანის სხეულის იმიტირება. ხოლო, მათი ოკეანეში გაშვების შემთხვევაში, ისინი საკუთარ უნარ–ჩვევებს, სხვა დელფინებსაც ასწავლიან. მითი II. დელფინები განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებიან არაერთი გულისამაჩუყებელი ისტორია არსებობს, იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა დელფინმა, სიკვდილისთვის განწირული ადამიანი — ცხოველები მას სანაპიროსკენ უბიძგებენ და დახრჩობის საშუალებას არ აძლევენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაფერი მართლაც ასე ხდება... თუმცა, რეალურად, დელფინები ადამიანს კი არ ეხმარებიან, — ერთობიან. ცხოველების თამაში — ნადირობის ტექნიკის ნაწილია... და ასეთ მომენტებში, ისინი შეიძლება ძალიან სასტიკები იყვნენ, როგორც კატები, რომლებიც თაგვით ერთობიან. მითი III. სადაც დელფინები ცურავენ, იქ ზვიგენები არ არიან ინტერნეტში ასევე არაერთი ისტორიაა, იმის შესახებ, თუ როგორ შეებრძოლნენ მამაცი დელფინები ზვიგენებს, რომლებიც ადამიანის სიახლოვეს აღმოჩნდნენ... და ასევე, პლაჟებზე, სადაც დელფინები ცურავენ, არასდროს არია ზვიგენები. მაგრამ, ეს მცდარი წარმოდგენებია. დელფინები ზვიგენებს არა თუ ებრძვიან, — პირიქით, ცდილობენ, მათგან თავი შორს დაიჭირონ. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ მსგავსი შეხვედრა მაინც მოხდეს... დელფინი ზვიგენებს შეებრძოლონ და უპირატესობაც კი მოიპოვონ, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ძუძუმწოვრები ამ ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებულები გამოვლენ, არ შეიძლება. და კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ დელფინმა, ადამიანის გამო, თავი ხიფათში ჩაიგდოს. მითი IV. დელფინებს ადამიანებთან მეგობრობა უყვართ ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ დელფინს და ადამიანს შორის, მეგობრობა შესაძლებელია. ხან კი, მათ შორის, «მენტალურ» და «ქვეცნობიერ» კავშირებზეც საუბრობენ. მაგრამ, ეს ასე არ არის! დელფინები აკვაპარკებში ადამიანებთან იმიტომ კი არ მიდიან, რომ მათთან მეგობრობა უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საკვების მიღების იმედი აქვთ... და როდესაც ხვდებიან, რომ ადამიანს მათთვის არაფრის მიცემა არ შეუძლია, ცხოველები მისადმი ინტერესს კარგავენ. მითი V. დელფინებს გაღიმება შეუძლიათ არა, არ შეუძლიათ. მათ სახის არანაირი გამომეტყველება არ გააჩნიათ და ისინი მას ემოციების გამოსახატავად არ იყენებენ. გარეგნულად კეთილგანწყობილი იერი, მხოლოდ მისი ქვედა ყბის აგებულებით არის განპირობებული და დელფინი «ღიმილს», იმ შემთხვევაშიც აგრძელებს, თუ ის დაჭრილი, ან ავად არის. მითი VI. დელფინები — ყველაზე ჭკვიანი ცხოველები არიან მსოფლიოში დიდი ტვინის და განსაკუთრებით, ნიჭიერების წყალობით, დელფინები ყველაზე ჭკვიან ცხოველებად ითვლებიან მსოფლიოში. თუმცა, დელფინები ინტელექტით, არ აღემატებიან ზოგიერთი სახეობის ცხოველს. მაგ., კოგნიტიური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მკვლევარებმა ისინი სპილოების დონეზე დააყენეს, რაც ცუდი არ არის. მაგრამ, ისინი პრიმატების დონეს ნამდვილად ვერ აღწევენ. მითი VII. დელფინებს ადამიანის საუბარი ესმით აფალინა (ყველაზე ჭკვიანი, დელფინისებრთა ოჯახიდან) კარგად იწვრთნება და 25–მდე ბრძანების დამახსოვრება შეუძლია. ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ ამ სახეობის დელფინებს ადამიანის საუბარი ესმით. გარდა ამისა, თითქოს ერთმანეთს, საკუთარ, დელფინურ ენაზეც ესაუბრებიან. დელფინები — ჭკვიანი ცხოველები არიან და ერთმანეთს აკუსტიკურ სიგნალებსაც უგზავნიან. მაგრამ მათ, რთული სასიგნალო სისტემის არსებობის მიუხედავად, საკუთარი ენა არ გააჩნიათ და არც ადამიანის ენა ესმით. მითი VIII. დელფინები და ადამიანები — ერთადერთი ცოცხალი არსებები არიან, რომლებსაც სექსი სიამოვნებთ ბევრ ნაკრებში, რუბრიკიდან — «საოცარი ფაქტები ბუნების შესახებ», ნათქვამია, თან მტკიცებულებით ფორმაში, რომ ცოცხალ არსებებს შორის, სექსის დროს სიამოვნებას, მხოლოდ ადამიანები და დელფინები განიცდიან. იშვიათად, ამ ბედნიერი ორეულის კომპანიას, შიმპანზეები და ბონობოს მაიმუნებიც ემატებიან. ხოლო, სხვა არსებები, თითქოს, სქესობრივ კავშირს, მექანიკურად, მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების მიზნით ამყარებენ. მაგრამ, ეს მოსაზრება არასწორია. საქმე იმაშია, რომ ბევრი სხვა ცოცხალი არსება (მაგ., სპილოები, აფთრები, ღორები და ა. შ.), ასევე ასრულებს ხსენებულ აქტს და ის გამრავლებაზე არ არის მიმართული. ამიტომ, შეიძლება ეს, როგორც სიამოვნების მიღების საშუალება განიმარტოს... და ეს რომ ასეა, ამაში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ამ ცხოველების ქმედება, იგივე ჰორმონებით რეგულირდება, რაც ადამიანის შემთხვევაში. მითი IX. დელფინების გარემოცვაში მშობიარობა — კარგი იდეაა არსებობს პრაქტიკა: «ბუნებრივი მშობიარობა დელფინებთან» ერთად... და არიან ქალბატონები, რომლებიც დიდ თანხას იხდიან, ჰავაიში ჩადიან და ამ ცხოველების გარემოცვაში, შვილებს წყალში აჩენენ. ითვლება, რომ მსგავსი გარემო, პრაქტიკულად, უმტკივნეულოს ხდის მშობიარობის პროცესს. ხოლო, დელფინები მშობიარე ქალებს მორალურ მხარდაჭერას უწევენ. რეალურად კი, დელფინები აბსოლუტურად გულგრილები არიან ორსულების მიმართ და არანაირ მხარდაჭერას არ უწევენ მათ. გარდა ამისა, დელფინები — ველური ცხოველები არიან და ქალის სისხლმა შეიძლება, მათი თავდასხმის პროვოცირება მოახდინოს. ასე რომ, წყალში მშობიარობა, ამ არსებთან ერთად, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნამდვილად სულელური იდეაა. მითი X. დელფინები კეთილები, მზრუნველები და ადამიანების მიმართ, კეთილგანწყობილნი არიან მიმზიდველი გარეგნობის და მხიარული ხმების გამო, რომელსაც ისინი გამოსცემენ, დელფინები უაღრესად სასიამოვნო და კეთილ არსებებად მიგვაჩნია. მაგრამ, ადამიანების უმრავლესობას ეს ცხოველები მხოლოდ დელფინარიუმში ჰყავს ნანახი, სადაც ხანგრძლივი წვრთნების შედეგად, ისინი მართლაც რომ ძალიან უსაფრთხოდ გამოიყურებიან. ველური დელფინები კი, რომლებიც ოკეანეში ცხოვრობენ, საშინელ რამეებს აკეთებენ. მაგ., ისინი ურტყამენ, აქეთ–იქით აგდებენ, კბენენ და შემდეგ, ნაწილებად გლეჯენ ახალგაზრდა ზღვის ღორებს, მანატებს და პატარა ზვიგენებს. შემდეგ კი, უბრალოდ, იქვე ყრიან, — ანუ ისინი გასართობად კლავენ, და არა საკვების მოპოვების მიზნით. გარდა ამისა, დელფინები სასტიკად კლავენ საკუთარი სახეობის პატარებსაც, თუ ისინი კონკურენტ მამრებს ეკუთვნიან. შვილების მოკვლა, დელფინებისთვის, საკუთარი გვარის გასაგრძელებლად, სავსებით მისაღებ, სტრატეგიულ მეთოდად ითვლება. მაგრამ, ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ველური დელფინები თავს ადამიანებსაც ესხმიან და მათ სერიოზულ ტრავმებსაც აყენებენ. დაივერების მიმართ, მსგავსი თავდასხმა არაერთხელ განხორციელებულა. მართალია, დელფინები ადამიანებს არ ჭამენ, რადგან მათი რაციონი თევზისგან შედგება. მაგრამ, კბენა ნამდვილად შეუძლიათ. ასე რომ, მომხიბვლელი დელფინების იდეალიზება, ნამდვილად არ ღირს! არხის სხვა სიახლეები:* ფოტოების ნაკრები რუბრიკით – "ჯერ კიდევ არის სიკეთე ადამიანებში"* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა* ყველაზე ჭკვიანი ცხოველები – ტოპ 10, AZ Animals–ის ვერსიით* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?435 3-ს მოსწონს |
დელფინის აგრესიულობას რაც შეეხება, ვინც მიცნობს კარგად იცის ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრზე მიყვარს გაცურვა, ძალიან ბევრჯერ გამთამაშებია შავი ზღვის დელფინები, ყოველგვარი აგრესიის გარეშე, რამდენიმეს მოვფერებივარ კიდეც.
დელფინებს არ უყვართ ცალკე ყოფნა და თუნდაც ადამიანთან ურთიერთობის გამო გუნდს არ ჩამორჩება, მით უფრო თუ თევზებზე ნადირობენ.
მიჩვევა კი ნამდვილად იციან, მაგრამ მუქთად ნამდვილად არა, თევზს თუ ხშირად მიაწვდით სანაპიროზე დანახვისთანავე გეახლებიან.