x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური გამოცანები ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

I. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდაზე, ერთ მწკრივში 6 ფინჯანი დგას. ამასთან, პირველი სამი ცარიელია, დანარჩენ სამში კი – წყალია. როგორ უნდა მივაღწიოთ, ცარიელი და სავსე ფინჯნების მონაცვლეობას, თუ ხელის ხლების უფლება, მხოლოდ ერთ ფინჯანზე გვაქვს?

II. სანატორიუმის გაზონზე, ორი მამაკაცი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. ერთმა ჩოგანი ისე ძლიერ მოიქნია, რომ ბურთი შორს გაფრინდა და ლითონის მილში ჩავარდა. მილი მიწაში 3 მ. სიღრმეზეა ჩაფლული და ბურთი მის ფსკერზეა.

როგორ უნდა გააგრძელონ თამაში, თუ სხვა ბურთი არა აქვთ და ვერც მილს ამოთხრიან მიწიდან?
III. შეგიძლიათ 1000–ის დაწერა მხოლოდ 8 რვიანის გამოყენებით და მიმატების სიმბოლოთი (*+*+*+*+* = 1000)?

IV. წარმოიდგინეთ ათ კილომეტრიანი ხიდი სრუტეზე. მისთვის მაქსიმალური დატვირთვა – 25 ტონაა. ზუსტად 25 ტონას იწონიდა სატვირთო მანქანა, რომელიც ხიდის დასაწყისში იყო. ხიდის ბალანსი ჯერ–ჯერობით დარღვეული არ არის. მაგრამ, როდესაც სატვირთომ ხიდის ნახევარი გავიდა, მოულოდნელად მასზე ბეღურა დაჯდა.

როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს ფრინველი ბალანსის დარღვევას და ხიდის ჩანგრევას?
V. ერთი და იმავე დროის მონაკვეთში, მდინარესთან ორი ადამიანი მივიდა. მეორე ნაპირზე გადასვლა მხოლოდ ნავით შეიძლება, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ორივე ამ ნავით გადავიდა მოპირდაპირე ნაპირზე. ეს როგორ მოახერხეს?
VI. მამაცი მეომარი სულთნის მსახურებმა შეიპყრეს. სულთანმა მისი გადაყვანა საპყრობილეში ბრძანა, სადაც მასთან მუდმივად 2 მცველი იყო. ერთი მათგანი ყოველთვის სიმართლეს ამბობს, მეორე კი – ტყუილს. საპყრობილეში ორი დახურული გასასვლელი აღმოჩნდა. ერთი – «სამუდამო მონობისკენ» მიდიოდა, მეორე – «თავისუფლებისკენ». სულთანმა მეომარს ერთი გასასვლელის არჩევა შესთავაზა: თუ ეს «გათავისუფლება» აღმოჩნდება, მას გაუშვებდნენ.

მეომარს ერთი მცველისთვის, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება ჰქონდა. ამასთან, ტყვემ არ იცოდა, რომელი იყო მატყუარა და რომელი ამბობდა ყოველთვის სიმართლეს.

რა უნდა იკითხოს მეომარმა, რომ «თავისუფლებისკენ» მიმავალი გასასვლელის მდებარეობა დაადგინოს?
VII. თქვენ აღმოჩნდებით ოთახში, სადაც ოთხი კარი და პატარა ფანჯარა არის. სამი კარი ყალბია, ანუ მის უკან აგურის კედელია. ერთი კი, ქუჩაში გადიოდა. თქვენ გასაღები მოგცეს, რომელიც ოთხივე კარს აღებს, თუმცა არ იცით, რომელი კარია ნამდვილი. კარის გაღების მხოლოდ ერთი მცდელობა გაქვთ. შეცდომის შემთხვევაში, დანარჩენი სამი კარი იბლოკება. ამას ისიც ემატება, რომ ოთახში ბნელა და კუთხეში მხოლოდ ერთი სანთელი ბჟუტავს.

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ კარი გააღოთ და ქუჩაში გახვიდეთ?

VIII. მამამ გადაწყვიტა, თავის შვილისთვის, რომელიც სკოლაში სწავლობდა, ეშმაკური კითხვა დაესვა: დაასახელე ყველაზე დიდი რიცხვი – უთხრა მან ბავშვს. შვილის პასუხმა ის გააოცა და არც გასაპროტესტებელი იყო რამე.

პროგრამისტისთვის მსგავსი შეკითხვა, რთული არ არის. მაგრამ, რა უპასუხა სკოლის მოსწავლემ?
IX. მეომარმა ტომმა მოგზაური შეიპყრო. ბელადს მისი მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. მაგრამ, სიკვდილის ფორმის არჩევის საშუალება მისცა. ტყვეს ერთი ფრაზის გახმოვანების უფლება მიეცა. თუ ფრაზა სიმართლის შემცველი იქნებოდა, მას ციცაბო კლდიდან გადააგდებდნენ, თუ ტყუილი აღმოჩნდებოდა – ლომებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად. მაგრამ, მოგზაურმა ისეთი რამ თქვა, რამაც თავისუფლება დაუბრუნა. ისეთი რა თქვა, რომ სიკვდილს გადაურჩა?

X. წვეულების შემდეგ, მამაკაცი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა. ის სოფლის ქვიშიანი გზის ცენტრში მიდიოდა. გზას არც მთვარის შუქი ანათებდა და არც ლამპიონები. მამაკაცს შავი სამოსი ეცვა. უეცრად გზაზე მანქანა გამოჩნდა, რომელიც გათიშული ფარებით მოძრაობდა. მძღოლმა შეამჩნია ფეხით მიმავალი და რომ არ დასჯახებოდა, გზიდან გადაუხვია. როგორ დაინახა?

image


პასუხები:


I. აიღეთ მეხუთე ფინჯანი, წყალი მეორე ფინჯანში გადაასხით და ადგილზე დადგით.

II. სპორტსმენებმა მილი წყლით უნდა აავსონ და ბურთი ზემოთ ამოვა.

III. 888 + 88 + 8 + 8 + 8 = 1000

IV. არ გამოიწვევს, რადგან სატვირთოს უკვე 5 კილომეტრი აქვს გავლილი, ამ გზის გავლისას, საწვავის გარკვეულ რაოდენობას დახარჯავდა, რაც ბეღურას წონაზე მეტია.

V. ორი ადამიანი მდინარის საპირისპირო ნაპირს მიუახლოვდა.

VI. კითხვა ასეთი არის: «თუ შენს კოლეგას შევეკითხები, სად არის «თავისუფლების» გასასვლელი, საითკენ მიმითითებს?». ორივე შემთხვევაში, ზედამხედველი «მონობისკენ» მიმავალი გასასვლელისკენ გაიშვერს ხელს.

VII. ფანჯარა უნდა გააღოთ და ჯერ ერთ კართან მიხვიდეთ სანთლით, შემდეგ მეორესთან და ა. შ. სანთელი გასაღების ჭრილს, ან კარის ნაპრალებთან მიიტანოთ – ალის რხევა, ნამდვილი კარის ნიშანი იქნება.

VIII. 31 – სავარაუდოდ, თვის დღეების რაოდენობა იგულისხმა.

IX. «მე ლომების ლუკმა გავხდები» – თქვა მოგზაურმა. თუ ბელადი მას ლომებს მიუგდებდა, ფრაზა მართალი იქნებოდა... პირობის თანახმად კი, ამ შემთხვევაში კლდიდან უნდა გადაეგდოთ. ბელადმა ჩათვალა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი, მისთვის თავისუფლების მიცემა იქნებოდა.

X. დღე იყო... ამიტომ, არც ლამპიონები ენთო და არც ფარები.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები

* ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ

* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
314
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0