ამოცანები ლოგიკური გამოცანები ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს) 9 მაისი, 9:18 I. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდაზე, ერთ მწკრივში 6 ფინჯანი დგას. ამასთან, პირველი სამი ცარიელია, დანარჩენ სამში კი – წყალია. როგორ უნდა მივაღწიოთ, ცარიელი და სავსე ფინჯნების მონაცვლეობას, თუ ხელის ხლების უფლება, მხოლოდ ერთ ფინჯანზე გვაქვს? II. სანატორიუმის გაზონზე, ორი მამაკაცი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. ერთმა ჩოგანი ისე ძლიერ მოიქნია, რომ ბურთი შორს გაფრინდა და ლითონის მილში ჩავარდა. მილი მიწაში 3 მ. სიღრმეზეა ჩაფლული და ბურთი მის ფსკერზეა. როგორ უნდა გააგრძელონ თამაში, თუ სხვა ბურთი არა აქვთ და ვერც მილს ამოთხრიან მიწიდან? IV. წარმოიდგინეთ ათ კილომეტრიანი ხიდი სრუტეზე. მისთვის მაქსიმალური დატვირთვა – 25 ტონაა. ზუსტად 25 ტონას იწონიდა სატვირთო მანქანა, რომელიც ხიდის დასაწყისში იყო. ხიდის ბალანსი ჯერ–ჯერობით დარღვეული არ არის. მაგრამ, როდესაც სატვირთომ ხიდის ნახევარი გავიდა, მოულოდნელად მასზე ბეღურა დაჯდა. როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს ფრინველი ბალანსის დარღვევას და ხიდის ჩანგრევას? მეომარს ერთი მცველისთვის, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება ჰქონდა. ამასთან, ტყვემ არ იცოდა, რომელი იყო მატყუარა და რომელი ამბობდა ყოველთვის სიმართლეს. რა უნდა იკითხოს მეომარმა, რომ «თავისუფლებისკენ» მიმავალი გასასვლელის მდებარეობა დაადგინოს? როგორ უნდა მოიქცეთ, რომ კარი გააღოთ და ქუჩაში გახვიდეთ? VIII. მამამ გადაწყვიტა, თავის შვილისთვის, რომელიც სკოლაში სწავლობდა, ეშმაკური კითხვა დაესვა: დაასახელე ყველაზე დიდი რიცხვი – უთხრა მან ბავშვს. შვილის პასუხმა ის გააოცა და არც გასაპროტესტებელი იყო რამე. პროგრამისტისთვის მსგავსი შეკითხვა, რთული არ არის. მაგრამ, რა უპასუხა სკოლის მოსწავლემ? X. წვეულების შემდეგ, მამაკაცი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა. ის სოფლის ქვიშიანი გზის ცენტრში მიდიოდა. გზას არც მთვარის შუქი ანათებდა და არც ლამპიონები. მამაკაცს შავი სამოსი ეცვა. უეცრად გზაზე მანქანა გამოჩნდა, რომელიც გათიშული ფარებით მოძრაობდა. მძღოლმა შეამჩნია ფეხით მიმავალი და რომ არ დასჯახებოდა, გზიდან გადაუხვია. როგორ დაინახა? პასუხები:I. აიღეთ მეხუთე ფინჯანი, წყალი მეორე ფინჯანში გადაასხით და ადგილზე დადგით. II. სპორტსმენებმა მილი წყლით უნდა აავსონ და ბურთი ზემოთ ამოვა. III. 888 + 88 + 8 + 8 + 8 = 1000 IV. არ გამოიწვევს, რადგან სატვირთოს უკვე 5 კილომეტრი აქვს გავლილი, ამ გზის გავლისას, საწვავის გარკვეულ რაოდენობას დახარჯავდა, რაც ბეღურას წონაზე მეტია. V. ორი ადამიანი მდინარის საპირისპირო ნაპირს მიუახლოვდა. VI. კითხვა ასეთი არის: «თუ შენს კოლეგას შევეკითხები, სად არის «თავისუფლების» გასასვლელი, საითკენ მიმითითებს?». ორივე შემთხვევაში, ზედამხედველი «მონობისკენ» მიმავალი გასასვლელისკენ გაიშვერს ხელს. VII. ფანჯარა უნდა გააღოთ და ჯერ ერთ კართან მიხვიდეთ სანთლით, შემდეგ მეორესთან და ა. შ. სანთელი გასაღების ჭრილს, ან კარის ნაპრალებთან მიიტანოთ – ალის რხევა, ნამდვილი კარის ნიშანი იქნება. VIII. 31 – სავარაუდოდ, თვის დღეების რაოდენობა იგულისხმა. IX. «მე ლომების ლუკმა გავხდები» – თქვა მოგზაურმა. თუ ბელადი მას ლომებს მიუგდებდა, ფრაზა მართალი იქნებოდა... პირობის თანახმად კი, ამ შემთხვევაში კლდიდან უნდა გადაეგდოთ. ბელადმა ჩათვალა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი, მისთვის თავისუფლების მიცემა იქნებოდა. X. დღე იყო... ამიტომ, არც ლამპიონები ენთო და არც ფარები. არხის სხვა სიახლეები:* პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები* ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?314 შეფასება არ არის
|