ორსულობა და ბავშვი ქალი 15 წელი ზედიზედ იყო ორსულად მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა გაეჩინა 28 აპრილი, 13:19 აშშ-ში ქალი ზედიზედ 15 წელი იყო ორსულად, გოგონას გაჩენის იმედით, ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. ამერიკელი ქალი, რომელიც ქალიშვილზე ოცნებობდა, ზედიზედ 15 წელი იყი ორსულად და საბოლოოდ როგორც იქნა ოცნება აიხდინა ტეხასელი იალანსია როსარიო 2009 წელს პირველად გახდა დედა-გააჩინა ბიჭუნა. ამის შემდეგ იმის მოლოდინით, რომ ერთხელაც გოგონა დაიბადებოდა, ქალმა შემდეგ კიდევ რვა ბიჭი გააჩინა. თუმცა ქალი შეჩერებას არ აპირებდა, რადგან ქალიშვილის ყოლა მისი ოცნება იყო.. ბოლო ორსულობისას ქალმა გაიგო, რომ ტყუპები ეყოლებოდა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ ტყუპები სხვადასხვა კვერცუჯრედიდან იქნებოდნენ, რაც ქალიშვილის გაჩენის შანსებს გაზრდიდა.რაოდენ ბედნიერი იყო, როცა მისი მოლოდინი გამართლდა. როსარიო ცოტა ხნის წინ ვაჟისა და ქალიშვილის დედა გახდა. "როდესაც ჩემი გოგონა დავინახე, არ მჯეროდა, რომ სიტყვებს "ჩემი ქალიშვილი" ვამბობდი. მოხიბლული ვიყავი მისით, ის უბრალოდ სრულყოფილია“, - ამბობს ქალი. 11 შვილის დედამ აღიარა, რომ სურდა მის ქალიშვილს უმცროსი და ჰყოლოდა. თუმცა ბედნიერია, რომ გოგონას ამდენი უფროსი ძმა ჰყავს. ქალმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა და უამრავი მილოცვა მიიღო. ბევრი კომენტარში წერდა, რომ ქალიშვილზეც ოცნებობდნენ და როსარიოს ისტორიამ მათ გოგონას გაჩენის იმედი მისცა. თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი გაოცებული იყო ქალის გამძლეობით და თვლიდა, რომ მას ამდენი შვილი არ უნდა გაეჩინა მხოლოდ იმისთვის, რომ გოგონას დედა გამხდარიყო. 55 2-ს მოსწონს
|