x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134616
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508744
აუცილებელია საქართველოში გართულდეს მართვის მოწმობის მიღება, რადგან საჭეს უზიან ადამიანები, რომლებიც პოტენციური მკვლელები არიან
image
უპირველესად ბოდიშს ვუხდი ამ სურათზე ასახული ავარიის მონაწილეებს და მათ ოჯახებს, უსიამოვნო წუთების შეხსენებისათვის.

საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი გზატკეცილებზე, რომ "ლიხაჩობს" ეს სიახლე მგონი არავისთვისაა, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
ჩვენი რელიეფი და გზები არ იძლევა ამ ეტაპზე იმის საშუალებას მოქალაქეებმა მანქანა ატარონ ზემაღალი სიჩქარით.


მოქალაქეების დიდ ნაწილს მართვის მოწმობა ისე აქვს აღებული, დაზუთხული თეორიის და ადრე არსებულ გამოსაცდელ მოედანზე მანქანის ტერების იქით წარმოდგენა არა აქვთ, ზოლიდან ზოლში გადასვლაზე, წარმოდგენა არა აქვთ საგზაო ნიშნებზე, წარმოდგენა არა აქვთ მთავარ გზაზე გადასვლისას ვის ენიჭება უპირატესობა.


ცალკე თემაა სეზონისათვის შეუფერებელი პროტექტორებით დაყენებული საბურავები, გაცვეთილი ხუნდები, მანქანებზე რომლებიც აღჭურვილია ქარხნულად მოცურების საწინააღმდეგო და სამუხრუჭე სისტემის დაბლოკვის საწინააღმდეგო სისტემების თვითნებურად გაუქმებაზე, რაც ახანგრძლივებს დამუხრუჭებისას მანქანის გაჩერების დროს და მანძილს.


შედეგად ვიღებთ დიდი რაოდენობით საგზაო შემთხვევებს, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

რამდენიმე დღის წინ მომიწია სამსახურიდან ქუთაისი ფილიალში ჩასვლამ, იანეთი-კოპიტნარის გზაზე ისე ჩამიქროლა "დაფეხვილმა" "ოპელ კორსამ" ინტუიციით მივხვდი, რომ ის შორს წამსვლელი არ იყო. მართლაც სამიოდე კილომეტრში გზის საპირისპირო მხარეს არხში გადავარდნილი დავინახე, საპატრულო სამსახურს უკვე გადმოეყვანა ახალგაზრდა მანქანიდან, რომელიც საბედნიეროდ მცირე დაჟეჟილობით გადარჩა.

მეორე უკიდურესობაა, როცა ხედავენ მაღალი კლასის მანქანას, ამ დროს კორიდაზე გამოყვანილი ხარივით "აენთებიან" ხოლმე და გიწვევენ ავტომაგისტრალზე რბოლის მოსაწყობად.



ჩემი მანქანა "აუდი" სულ 3 წლისაა, მძლავრი ძრავით და ორმაგი სრული ტურბინით (არის "ბი" ტურბინიანი ძრავებიც, რომლებიც ორმაგ ტურბინასთან შედარებით ბევრად სუსტია სიმძლავრით და აჩქარების დონით).


სოფელ ქვიტირთან მეხუთე სერიის საკმაოდ მოძველებული "ბუმერით" ამეკიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც აშკარად მიწვევდა გზატკეცილზე რბოლისათვის.
ყურადღება არც კი მიმიქცევია და ამ დროს რა ხდება: ვასწრებ ამ გოგონას და წინ მიმავალი ტრაილერის უკან ვაგრძელებ მოძრაობას, ვხედავ გვერდითა სარკეში ახალგაზრდა გოგო უწყვეტ ზოლზე გადადის საკმაოდ მაღალი სიჩქარით, აშკარად ცდილობდა გადაესწრო ჩემთვის, მაგრამ საპირისპირო ზოლზე გამოჩნდა სამარშუტო მიკროავტობუსი, რომელიც სავარაუდოდ მინიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარით მაინც მოძრაობდა, თან ხალხით სავსე მანქანით.


ავარია გარდაუვალი იყო, საბედნიერო ტრაილერის მძღოლი არ დაიბნა და მკვეთრად გზის უკიდურეს მხარეს გადავიდა, მე სწრაფად შევანელე მანქანა და ასევე გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეზე გადავედი, გოგოს, რომ მოესწრო და ჩემსა და ტრაილერს შორის ჩადგომა მოესწრო.


საბედნიეროდ მოასწრო ავარიის თავიდან აცილება, მაგრამ ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, იძულებული გავხდი საგზაო წესები დამერღვია და წინ ჩამდგარი მანქანისთვის სწრაფი რეაქციით და ძრავის სიმძლავრის გამოყენებით მასთან შეჯახება ამერიდებინა.


მანქანა გზიდან გადავიყვანე, ავარიული ციმციმები ჩავრთე და ახალგაზრდა გოგონას მანქანისკენ გავემართე. ისეთი შეშინებული დამხვდა იმდენსაც კი ვერ მიხვდა გვერდითა შუშა ჩაეწია. მთელი სხეულით ცახცახებდა. სწრაფად გავიქეცი ჩემი მანქანისკენ, სადაც მანქანის ბარ-მაცივარში ყოველთვის მიდევს გაუხსნელი მომცრო ბოთლით ცივი წყალი და გოგონასკენ მოვბრუნდი.


კარი გამოვუღე და წყალი მივაწოდე, რა გგონიათ როგორ მოიქცა?

გაცეცხლებულმა უშვერი სიტყვებით დამიწყო ლანძღვა, ცხოვრებაში არ ამიწევია და ღმერთმა დამიფაროს მომიწიოს მომავალში ქალზე ხელის აწევამ, ბიჭი ან საშუალო ასაკის მამაკაცი, რომ ყოფილიყო გაულახავი არ გადამირჩებოდა (არც ესაა სწორი ფორმა, მაგრამ იმსახურებდა).


ერი სიტყვით წყალი არ გამომართვა და ვიღაცას გამალებით დაუწყო დარეკვა, ამასობაში რამდენიმე მანქანაც გაჩერდა არაორდინარული სიტუაციის გამო.
ნამდვილად არ მინდოდა გოგონასთვის ჯარიმა დაეწერათ და ჩემი მანქანისკენ გავემართე, სწორედ ამ დროს რასაც ჰქვია "მოფრინდა" ორი საპატრულო ეკიპაჟი, ერთი ჩემთან გაჩერდა და მეორე გოგონას მანქანის წინ.


გოგონამ ხმამაღლა, თან აგრესიული ხმით აუწყა სამართალდამცველებს, რომ მე მას შევუქმენი საავარიო სიტუაცია და მე ვიმსახურებდი დიდ ჯარიმას, ციხეს, მართვის მოწმობის სამუდამოდ წართმევასს და ასე შემდეგ.


პოლიციელებმა საბუთები მომთხოვეს, რაც ეგრევე გადავეცი, ყველა სატრანსპორტო საშუალების ტარების უფლებას მაძლევს ჩემი მართვის მოწმობა.
გოგონას მანქანის სამუხრუჭე მანძილი გაზომეს, ჩემს მანქანასთან მკვეთრი დამუხრუჭების კვალი საერთოდ ვერ აღმოაჩინეს.


ორივე შეგვამოწმეს ალკო ტესტით, ორივე ამ მხრივ სუფთა აღმოვჩნდით.
ჩემს მანქანას უყენია გერმანული ბრენდის ვიდეორეგისტრატორი, რომელიც ერთდროულად იღებს, როგორც წინა ხედს, ასევე სალონს და უკანა ხედს.
პოლიციელმა ეგრევე შეამჩნია რეგისტრატორი და ჩართვა მთხოვა, ნამდვილად არ მინდოდა გოგონა დაეჯარიმებინათ და პოლიციელს ვუთხარი, რომ მე, როგორც მოქალაქეს უცნობ გოგონასთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა.
მიუხედავად ამისა მომიწია ვიდეორეგისტრატორის კადრების დაბრუნების რეჟიმში ჩართვამ. კამერად ყველაფერი უმალესი ხარისხით ჰქონდა გადაღებული, გოგონას კი საკმაოდ მსუყე ჯარიმა დაუწერეს, ღერძულა ხაზის ორჯერ გადაკვეთის და საავარიო სიტუაციის შექმნის გამო. ამასობაში გოგონას ძმაც მოვიდა (როგორც ჩანს მას ურეკავდა გოგონა), ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის ოფიცერი აღმოჩნდა, როცა ყველაფერი აუხსნეს გამეცნო და დის საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.


მანქანის საჭესაც თავად მიუჯდა და ქუთაისის მხარეს გააგრძელეს გზა.

ტრაილერის მძღოლს, რომ არ ევარგა და გზა იმავე ზოლზე გაეგრძელებინა ის გოგონა შეასკდებოდა ხალხით სავსე მიკროავტობუსს, რასაც ორივე მანქანის სიჩქარიდან გამომდინარე აუცილებლად მოჰყვებოდა მსხვერპლი.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია დაზუთხული თეორიული გამოცდის გარდა პრაქტიკული გამოცდები ჩატარდეს არა დაუტვირთავ პატარა ქალაქებში, არამედ ინტენსიური მოძრაობის პირობებში, შესაბამისად მართვის მოწმობას აიღებს ის ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესებიც იცის და საგზაო ნიშნებიც გასაშრობად გამოფენილი ხალიჩა არ ჰგონიათ.

ეს ბაიკერი არაფერში იყო დამნაშავე, მაგრამ "ლიაჩმა" მძღოლმა გაჰკრა ბამბერი, რამაც ბაიკერის ტრავმა და ბაიკის დამტვრევა გამოიწვია.



ასე, რომ გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს ქალაქში თუ ავტომაგისტრალებზე მოძრაობისას.

0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166