x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
"ვაიმე, თქვენი დამღუპველი დაიღუპოს, თქვენს დამშტერებელს ეცეს მეხი კიდო რეგვენ თავში"-ბაკურ სვანიძე
image

"ხალხო, წეღან საინფორმაციოში მომესმა თუ ნაღდად გავიგონე? "ა ნ ტ ი რ უ ს უ ლ"

საპროტესტო აქციაზე, ერთი გოგო ამბობდა - "ქოლ ოფ დ უ თ ი"-ზე გაზრდილ თაობას

ვერც რუსეთთან და ვერავისთან ო მ ი თ ვერ შეაშინებთო! - ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ ამბობდა ამას! ვაიმე... ესენი მართლა კომპიუტერულ თამაშებში, მოდელირებულ რეალობაში ჩარჩენილები არიან, ნეტარა ეშველებათ?




რა "ქოლ ოფ დუთი" შვილო, ერთი რო გადაუფრინა შენს პრეზიდენტს გორში, თანაც მაღალ სიმაღლეზე სამხედრო თვითმფრინავმა, ლამის ასფალტი მოთხარა ცხვირით...


მაგან რო მინიმალურ სიმაღლეზე ჩაგიქროლოთ, ხო დააყენებთ შარდის ტბას, მთელი ეგ "ქოლოფდუთი" თაობა არა?


ვაიმე, თქვენი დამღუპველი დაიღუპოს, თქვენს დამშტერებელს ეცეს მეხი კიდო

რეგვენ თავში ... ქოლოფდუთიო კაცოოოო...აუ, მითხარით რო სხვა რამეს გულისხმობდა

და .მე ვარ გოიმი და ვერ მივხვდი, გთხოვთ!"-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.

„Call of Duty“ — პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერიაა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა Microsoft Windows-ისთვის და შემდგომში გამოვიდა სათამაშო და პორტატიულ კონსოლებზეც. ძირითადი თამაშების გარდა, აგრეთვე შემუშავდა რამდენიმე სპინოფი. სერიის ადრეულ თამაშებში სიუჟეტი ძირითადად მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მომდევნო ნაწილებში (მაგალითად, როგორიც არის „Call of Duty 4: Modern Warfare“) სიუჟეტი ეხება თანამედროვე პერიოდს და ასევე მომავალ დროსაც. სერიის უახლესი თამაშია „Call of Duty: WWII“, გამოსული 2017 წლის 3 ნოემბერს, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. სულ გამოსულია 14 ძირითადი თამაში და 10 სპინოფი.


2016 წლის თებერვლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ ასლს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 15 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0