x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზიზღის კამპანია"-ეკა გიგაურს აშშ და შვედეთი აფინანსებს?

image

ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს.

„ქართული დემოკრატია საფრთხეშია, მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებენ რუსული სტილის კანონებს, აჩუმებენ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს და ეწინააღმდეგება სამთავრობო პროპაგანდას. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, მათ შორის გამოიყენოს სანქციები, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“, - წერს გიგაური სოციალურ ქსელ X-ზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ზიზღის კამპანია წამოიწყო(თუმცა ეს პოსტი ამჟამად მათ გვერდზე აღარ იძებნება).

პოლიტიკური ორგანიზაცია "სინამდვილეში", წერს, რომ ეკა გიგაური სავარაუდოდ, აშშ-ის და შვედეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

"ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ზიზღის კამპანიას იწყებს.

# სინამდვილეში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეს ზიზღის კამპანია, სავარაუდოდ, აშშ-ის და შვედეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ენჯეოს დამფინანსებელია, ასევე, დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED), რომელიც არ ამჟღავნებს მის მიერ საქართველოში დაფინანსებულ ყველა პროექტს და რომელზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ის რადიკალურ პარტიებს და ჯგუფებს აფინანსებს.

ენჯეოები „გამჭვირვალობის კანონს“, სავარაუდოდ, სწორედ მათი დონორების მოთხოვნით ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან, კანონის ამოქმედების შემდეგ, გამჟღავნდება დონორების მხრიდან რადიკალური პარტიების და ჯგუფების დაფინანსების ფარული სქემები."

0
123
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0