x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
"არ მცემოთ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო და ივანიშვილს მადლობა ვუთხრათ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"არ მცემოთ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო და ივანიშვილს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რასაც ახლა აკეთებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროცესში უშუალო მონაწილეობა არ არის აუცილებელი რომ ემოციური აღქმა და ადეკვატური შეფასება გქონდეს ამ პროცესის, მაგრამ ემპირიული ცოდნა მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება გაგყვება. ჩემმა და უფროსმა თაობამ საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ემოციებზე და ტკივილებზე გავლით გადავიტანეთ საქართველოს უახლესი ისტორია, დამოუკიდებელი ქვეყნის შობა.


დღემდე ცხადად მახსოვს რეალური ფიზიკური ტკივილის შეგრძნება, დაახლოებით თავში უროს მოხვედრის სტილის, როცა 1989 წლის 9 აპრილს ღამის სასაკლაოს შემდეგ დილით ქუჩაში გამოვედი და საბურთალოზე რუსული ტანკები იყო გამწკრივებული, რუსი სალდათებით. სხვა ეპიზოდებს აღარ ჩამოვთვლი, რომლების გახსენებაზე დღემდე ფიზიკური ტკივილი მიცოცხლდება, იმდენად ცხადად მახსოვს. ამიტომ ვყრივართ ამდენი წელი სულ რუსთაველზე, სულ მივყვებით და ვდარაჯობთ იმას, რაც გარკვეულწილად ჩვენი მონაწილეობით მოვიპოვეთ. ცოტა დატრავმულები და გამანიაკებულებიც კი ვართ.


რა თქმა უნდა, ახალი თაობისთვისაც ძვირფასია ეს მონაპოვარი, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩვენზე არანაკლებად აფასებენ, მაგრამ მათ ეს დახვდათ, როგორც მოცემულობა და შეიძლება ხანდახან ჩათვალონ, რომ ეს თავისთავად მოგვეცა და დაკარგვის საფრთხე აღარ არსებობს, ცოტა გულგრილები იყვნენ და საფრთხეები არაადეკვატურად შეაფასონ. არადა, ფარული თუ ხილული საფრთხეები კიდევ დიდხანს ექნება ჩვენს ქვეყანას და მარტო ჩვენი, აწ უკვე “წინაპრებად წოდებულების“ ფიზიკური მონაწილეობა აღარ არის საკმარისი. მაინც ვერ ვიჯერებ რომ ეს რეალობაა და ვინმემ ეს გაბედა, მაგრამ ფაქტია და ვერსად წაუვალთ: ივანიშვილმა ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის და რუსეთის გუბერნიად ქცევის საფრთხის წინაშე დააყენა.


იმდენად ცხადად, რომ ეს ჩვენი ჯენზიკოებიც ეზიარნენ უროს თავში მოხვედრის ტოლფას შეგრძნებას. აი, ცხადად რომ ხედავ რომ თავისუფლებას და სამშობლოს გართმევენ. ხოდა, ეს ურო რომ მოგხვდება ერთხელ თავში, მერე სულ ყალყზე ხარ, სულ ფხიზლად, სულ ფრთხილად. და ბედის ირონიით, ამ ყველაფერს სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა აზიარა ეს თაობა. მოკლედ, დარაჯების ახალი თაობა მოგვესწრო, ფიცდადებულების, უკვე ზუსტად რომ იციან, რომ მათი დასაცავია ეს ქვეყანა, და რა თქმა უნდა, გაიმარჯვებენ და კიდევ ათეულობით წელი უდარაჯებენ საკუთარ მონაპოვარს. ვაიმე, რამდენი პათეტიკა დავღვარე, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვახერხე. საქართველოს გაუმარჯოს!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.







0
521
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
521