x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ეს იდიოტები მართლა შემოიყვანენ რუსულ ტანკებს თბილისში. ეს მონები, ლაქიები და მარიონეტები!"-დავით ქართველიშვილი

image

"ეს სასარგებლო იდიოტები მართლა შემოიყვანენ რუსულ ტანკებს თბილისში! ესენი ხლეჩენ ქვეყანას ორ კოლონიზატორს შორის - მათთვის თავისუფლება და ღირსება ისეთივე უცხო ხილია, როგორც - აზროვნება“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციაზე მისულებს.


"როგორი ძნელია უტვინო გენმოდიფიცირებულებს აუხსნა ანბანური ჭეშმარიტება! ამ კანონს ხელისუფლება იყენებს იმისთვის თურმე, რომ ევროპულ გზას ჩამოცილდეს!!! და რომ ვერ უხსნი, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მოაწერა ხელი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებას, მიაღწია ევროვიზალიბერალიზაციას, შეიტანა კონსტიტუციაში დასავლური კურსის ჩანაწერი, მიიღო ევროპერსპექტივა, გახადა ქვეყანა EU წევრობის კანდიდატად!!! და ეს ყველაფერი - რატომ???
რატომ არ შეწყვიტა ეს სვლაგეზი ამ უკანასკნელ 10 წელიწადში? რატომ "მიათრევდა" ამ ტვინგამოცლილ და ჩლუნგ "გულანთებულ" იდიოტებს ამ ევროპულ ოჯახში, და აწყდებოდა ყოველ ჯერზე მათი ლიდერების სასტიკ პრაქტიკულ წინააღმდეგობას??? აზრადაც რატომ არ მოსვლია ამის მაგივრად СНГ-ში, საბაჟო კავშირში თუ ОДКБ-ში გაწევრიანების წამოწყება! აზრადაც! არავის! არასდროს! რა რუსულ გუბერნიად უნდა გადავიქცეთ? რატომ ხართ ესეთი ოლიგოფრენები!!! დავიჯერო მშობლებიც ესეთი ერთუჯრედიანები გყავთ - ჩართეთ ლოგიკური, ან უბრალოდ, აზროვნება და აუხსენით ეს უმარტივესი ლოგიკური განტოლება!
ეს სასარგებლო იდიოტები მართლა შემოიყვანენ რუსულ ტანკებს თბილისში. ეს მონები, ლაქიები და მარიონეტები! ესენი ხლეჩენ ქვეყანას ორ კოლონიზატორს შორის - მათთვის თავისუფლება და ღირსება ისეთივე უცხო ხილია, როგორც აზროვნება. ყრუ კედელს ეჯახები, როდესაც რეალობის აბსოლუტურად გაუკუღმართებულ აღქმას აწყდები! რუსეთი რომ გვდომებოდა - 10 წელიწადი ევროპისკენ გზაში რატომ დავხარჯეთ და ამით "პატრიოტული" ძალების განაწყენება გამოვიწვიეთ! დაუნდობელი და საშინელი ძალაა - გაუნათლებელი გენდერი! მსგავსი ვერაგი მტერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია!"-წერს ქართველიშვილი.
1
199
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
199
  
16 აპრილი, 18:39
"დუბინკები", " დუბინკები" "დუბინკები" ჩქარა. გაუნათლებელ გენდერებს თავში და უკანალში "დუბინკები" ჩქარა.
0 1 1