x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბატონი მდინარაძის უტიფარ განცხადებებს ალეკო ელისაშვილმა თავში მუშტით უპასუხა
image
ქართული პოლიტიკა, რომ ჭაობშია და ნელა, მაგრამ მაინც ითრევს ჭაობი, ამას მტკიცება არ ჭირდება.


არის ერთი ფრთიანი გამონათქვამი: "ნუ ენდობი პოლიტიკოსის დაპირებებს, მეძავის ცრემლებს და პროკურორისგან შეწყალებას". სწორედ ამგვარი სიტუაციაა ახლა საქართველოში. მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული "კანონი" საპროტესტო აქციების შედეგად მოიხსნა დღის წესრიგიდან და ხელისუფლებამაც პირობა დადო, რომ ამ კანონის "ხელახლა ამოქოქვის" მცდელობაც კი არ იქნებოდა, მიუხედავად ამისა "რუსული კანონი" ისევ დადგა დღის წესრიგში, რასაც პარლამენტში ყვირილი, ჩხუბი და დავიდარაბა მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო.
როცა დაპირებას იძლევი, პოლიტიკოსი იქნები თუ გლეხი ან მუშა, შენი დანაპირები აუცილებლად უნდა შეასრულო, სხვა შემთხვევაში მატყუარა და ორპირი ხარ.


სწორედ ამის გამო მოხდა "ქართული ოცნების" ერთერთ ლიდერზე მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილისგან.


ელისაშვილი, რომელიც მდინარაძის უტიფარ ტყუილებს შეძახილების გარეშე უსმენდა მოულოდნელად წამოხტა და პარტიულ ჩინოვნიკს თავში საკმაოდ ძლიერად "ჩააფარა" შეძახილით: "შენი "გრუს" აგენტი დედაც".
მდინარაძე წაბორძიკდა და ელისაშვილს გაექცა, მაგრამ ელისაშვილს "ოცნების" სხვა წევრები ისე წაესივნენ, როგორც აფთრები წაესევიან ხოლმე დაუძლურებულ მსხვერპლს.



ვერ ვიტყვი, რომ თავად ელისაშვილის ქცევაც მისაღები იყო ჩემთვის, თუ ჩხუბი უნდოდა მაინცდამაინც, მისულიყო კაცურად, ეთქვა სათქმელი და მერე "ეგლიჯა" სახეში და არა ასე გვერდიდან მივარდნით.


არც იმ "ოცნების" დეპუტატებს ვამართლებ, ერთ კაცს 5 რომ ურტყამდა.
ან ის დეპუტატი ქალბატონი ვინ იყო ანა ბუჩუკურს კადრების გადაღებისას მობილური, რომ წაართვა? გინახავთ ვინმეს რაიმე თემაზე სიტყვით გამოსული?
ან ქალის მხრიდან ქალზე ძალადობა რა უბედურებაა?


რუსული საიტები აჭრელებულია ვიდეო კადრებით, სადაც ელისაშვილი მდინარაძეს ურტყამს.


"რუსული კანონი" კი არა დაუყოვნებლივაა მისაღები "ლუსტრაციის კანონი" და მერე ნახავთ პოლიტიკიდან ფაცხაფუცხით გაქცეულ და გამქრალ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სსრკ-ს დროს და ახლაც აქვთ მჭიდრო კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან.


სხდომის წამყვანი ბატონი ოხანაშვილი მაგონებს ბრაზიან ბავშვს, რომელსაც სკოლაში რაღაც სტატუსი მისცეს და თავისი გავლენის გამოყენებას ცდილობს.
ამხელა კაცი, როგორ აძევებინებდა მანდატურებს დეპუტატებს კაციან-ქალიანად სხდომის დარბაზიდან ნახეთ ალბათ.


დღევანდელ პარლამენტზე მდაბიო, დილეტანტებით სავსე პარლამენტი არ გვყოლია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პოზიციან-ოპოზიციანად.



+17

0
128
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128