x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ვიცით, რომ მზადდება ადგილი ვითომდა შეხვედრებისათვის"– რა საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით საგანგებო ინფომაციას ავრცელებს:


"რამდენიმე საათის წინ მოსკოვმა მოითხოვა ჟენევის მოლაპარაკებათა სხვა სახელმწიფოში გადატანა შვეიცარიისადმი უნდობლობის ნიშნად. როგორც მოგეხსენებათ ეს ფორმატი შეიქმნა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების გამო. აღნიშნულზე ივანიშვილის მთავრობა სდუმს. ჩვენი კი ვიცით, რომ ენგურის ხიდთან მზადდება ადგილი ვითომდა შეხვედრებისათვის, სადაც მოსკოვის გეგმებით უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს და ზეწოლაც საქართველოზე ბევრად იოლად განხორციელდება."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.







0
148
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
148