x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა"– რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე ე.წ. რუსული კანონის გარშემო, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის მიმდინარე დებატებს აზრს მოკლებულს უწოდებს:


"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავისი მომავალი მდინარაძე–ოხანაშვილ–კობახიძეებს ხელიდან. დაეზარებათ, დაიკიდებენ, “აუ პოლიტიკა არ მაინტერესებსს“ მიაწვებიან და ვერ გაცდებიან ვეღარასოდეს ტულას და ტაგანროგს.


შეიძლება მე რამე არ მესმის კარგად, მაგრამ პუტინის გაგდებულ მდინარაძე–ოხანაშვილთან დებატების აზრი რა არის? მიზანი რა არის? შედეგს რას ელოდებით? იქნებ პუტინიც მოვიწვიოთ რამე საერთაშორისო კონფერენციაზე მშვიდობის და ადამიანის უფლებების შესახებ, იქნებ წაუკითხოთ საერთაშორისო კონვენციების მუხლები, ედებატოთ და დაარწმუნოთ, რომ ნუ აკეთებს რასაც აკეთებს? რატომ აძლევთ ლეგიტიმაციას ამ რუსულ სპეცოპერაციას თქვენი მონაწილეობით?


კითხვა პასუხში რომ შედიხარ 1% ით მაიც ხომ უნდა უშვებდე რომ აი თუ მაგარ არგუმენტს იტყვი დაარწმუნებ რამეში? რა უნდა უთხრა მაგათ რომ დაარწმუნო? უბრალოდ აბლატავებენ და გვაყურებინებენ მაგათ თავხედობას."- ვკითხულობთ ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.










0
183
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
183