x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"თქვენ მართლა. ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? "-ვის მიმართავს ნინო კვაჭანტირაძე?
image
"დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა "სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა" დამამუნათა და გამილაწუნა- რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო, ... უკაცრავად კი ვარ, მაგრამ იქნებ ამიხსნა, რა უბედურებაა ეს რუსული პროექტი, სად ვეძებო რუსული აგენტურა და ფესვები - "ქუხნაში" თასში თუ ხაჭოში... თქვენ მართლა. ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით?
ახლა კიდე. უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია, თქვენ რომ რუსულს უძახით და კიდევ ერთი მთავარი, თუკი რამ კარგია, რაც ჩემს ქვეყანას წაადგება, გინდ რუსული იყოს, გინდ სპარსული, გინდ კამპუჩიური, დიახაც, გადმოვიწერ და გავიზიარებ. დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებლები ხართ და რას ჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები, მანამდე არ ჭამოთ რუსული პროექტის ხაჭოს პასკა!!!
არა რუსეთს, ბოროტებას. ოკუპაციას და არა ცრუპატრიოტებს!!!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.
0
127
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0