x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მამაკაცმა უჩივლა 50 ქალს, რომლებმაც ცუდად მოიხსენიეს გაცნობის საიტზე
image

აშშ-ში კაცმა უჩივლა ქალებს, რომლებიც ცუდად მოიხსენიებდნენ მას.



ამერიკელმა მამაკაცმა სარჩელი შეიტანა 50-ზე მეტი ქალის წინააღმდეგ, რომლებიც ცუდად ახასიათებდნენ მას ონლაინ გაცნობის საიტზე. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი იუწყება.


ათობით ქალმა, რომლებმაც ადრე გაიცნეს სტიუარტ ლუკას მიურეი კალიფორნიიდან, განიხილეს იგი დახურულ ჯგუფში.



დახურული ჯგუფის ფორუმზე ათასობით მომხმარებელი განიხილავს წარუმატებელ პაემნებს, რათა ქალებმა ერთმანეთი დაიცვან და აიცილონ შეხვედრები უხეშ და უზნეო კაცებთან.

image

აღსანიშნავია, რომ ბევრი ქალი მიურეის პირადად არც კი არ შეხვედრია, რადგან, მათი თქმით, ის მათ მიმართ უპატივცემულოდ იქცეოდა ონლაინ კომუნიკაციების დროსაც კი .


ამისდა მიუხედავად, ამერიკელმა უჩივლა ყველას, ვინც მასზე ცუდად ლაპარაკობდა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2, 6 მილიონი დოლარი მოითხოვა.


მრავალობით სარჩელში მან ქალები დაადანაშაულა შეთქმულებაში, რომლის მიზანიც იყო მისი რეპუტაციის შელახვა.მამაკაცმა განაცხადა, რომ ამ გზით მათ მომავალში პაემანზე წასვლის შესაძლებლობა მოუჭრეს.

image

სასამართლო ამჟამად მიურეის საქმეს განიხილავს და მის მიერ შეტანილი ერთ-ერთი სარჩელი უკვე უარყო. მოსამართლის თქმით, მამაკაცი ვერც ერთ სარჩელს ვერ მოიგებს.

1
79
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
79
  
0 1 1