x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"არა რუსულ კანონს" - ვაცხადებ მეც სხვებთან და ჩემს მეგობრებთან ერთად
image
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონო ირაკლი კობახიძე სერიოზულადაა აცდენილი რეალობას, როცა აცხადებს, რომ „ოპოზიცია ცდილობს, სპორტი პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“.


არ ვარ ბატონო ირაკლი ოპოზიციაში, ისევე, როგორც არც არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი არა ვარ. მე ვარ საქართველოს თავისუფალი ნების მქონე მოქალაქე, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი 15 წლის ასაკიდან დღემდე, ხვალაც და მომავალშიც იქნება საქართველოს ერთიანობა, ევროკავშირის და ატლანტიკური ალიანსის წევრობა, რაც საქართველოს ჭაობიდან ამოიყვანს, იმ ჭაობიდან რომელშიც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული ვართ და იგივე ევროპისკენ მათხოვარივით ხელი გვაქვს გაშვერილი, რადგან ქართულ ბიზნესს ვგუდავთ, სოფლის მეურნეობა გვანადგურეთ, ქართული ჯარი გავანადგურეთ და გააზრებულად თუ გაუაზრებლად ქვეყნის დაქცევას ვუწყობთ ხელს.


მე, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ჩემს თანამოაზრე კადრის თუ თადარიგის ოფიცრებთან ერთად ვაცხადებ ღიად და საჯაროდ: "არა რუსულ კანონს"!

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო არჩეულია ხალხის მიერ და ვინმე მდინარაძე და საქართველოს დამაქცევარი ედუარდ შევარდნაძის პდივან რეფერენტი არ უნდა გვახვევდნენ თავს ისეთ კანონებს, რომელიც გვაშორებს ევროპას და მიგვაქანებს რუსეთისაკენ.

ხალხის რჩეულმა უნდა გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნები და არა პირიქით, თავად საკმაოდ მსუყე ხელფასებს ირიგებენ, ომის თუ ომების ვეტერანებს კი გროშებს გვიხდიან.


მე არ მინდა საქართველოს ხელისუფლება ისევ რევოლუციის გზით შეიცვალოს, მეტიც ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან დედამიწის ზურგზე რევოლუციას ჯერ კარგი არსად მოუტანია.



როცა საზოგადოების ცნობილი და უცნობი, თან ძალიან დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ის ევროპისკენ აკეთებს არჩევანს, მას მტერი და მოღალატე, ან ოპოზიციის მოსყიდული არ უნდა დაუძახო.


თბილისის მერს, როგორც ერთერთ ყველაზე წარმატებულ ყოფილ ფეხბურთელს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან მეწყინა, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნაცად და გახარიას მომხრედ მოიხსენია.


თუ თავს პოლიტიკოსად მიიჩნევ მეტი ვალდებულება გაქვს საკუთარ სიტყვებს კონტროლი უნდა გაუწიო და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ნაცი და გახარიას კაცი არ უნდა დაუძახო.

მეტიც, როცა სპორტის, ხელოვნების თუ კულტურის წარმომადგენლები ღიად ირჩევენ ევროპის გზას და გეუბნებიან "არა რუსულ კანონს", დინების საწინააღმდეგოდ არ უნდა გაცურო პოლიტიკოსმა.


თან როცა პირობას დადებ, დანაპირები სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგიჯდეს უნდა შეასრულო.

image
როგორც "netgazeti.ge" და Batumelebi.geაქვეყნებს, ქართველი სპორცმენები ღიად და საჭაროდ უჭერენ მხარს ევროპულ კურსს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
როცა ამდენი ქართველი სპორცმენი, რომლებიც ქმნიდნენ და ქმნიან საქართველოს სპორტულ ისტორიას, გეუბნება: "არა რუსულ კანონს", უნდა გაითვალისწინო, სხვა შემთხვევაში ერის ნების წინაშე მოგიწევს წასვლა, რაც ყველა ხელისუფლებას "ასამარებს" ერთ დღეს და მერე როცა არჩევნების გზით ახალი, საქართველოს პატრიოტებისგან შემდგარი ხელისუფლება მოვა ხელისუფლებაში, აუცილებლად მოგთხოვენ პასუხს კანონის ენით.































0
163
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
163