x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სატირალი, რომ არ იყოს სასაცილოა 3 წლით თუთიყუშის გამო, რომ გიკრავენ ციხეში თავს
image
თაღლითობის უამრავი მეთოდი არსებობს, იქნება ეს სოციალური ქსელის პაროლის გამოტყუება, ბანკომატის კოდის სკანირება თანხის გამოტანის პროცესში, სხვისი საკუთრების მიყიდვა მყიდველისთვის გაყალბებული საბუთებით და ასე შემდეგ.

რუსეთში, მამაკაცმა ზოომაღაზიაში დატოვა განცხადება თუთიყუშ კაკადუს შეძენის სურვილის თაობაზე, როცა ზოომაღაზიაში ჩამოიყვანეს თუთიყუშები, მათ შორის კაკადუ, მაღაზიის წარმომადგენელი დაუკავშირდა განცხადების ავტორს და სთხოვა სურვილის შემთხვევაში მისულიყო მაღაზიაში და გაეფორმებინა ხელშეკრულება.

მამაკაცი დათანხმდა მხოლოდ ერთი პირობით-ფული გადაეხადა საბანკო აპლიკაციით ზოომაღაზიისათვის მას შემდეგ, როგორც კი ჩააბარებდნენ მას კაკადუს.


მაღაზიის წარმომადგენელი გოგონა დათანხმდა თაღლითს და მასთან გააგზავნა კურიერი კაკადუსთან ერთად.

მამაკაცი ქუჩაში დახვდა კურიერს და მას დაანახა სურათი მობილურში, სადაც ჩანდა თითოს მამაკაცს კაკადუს ღირებულება უკვე გადახდილი ჰქონდა ზოომაღაზიისათვის მითითებულ რეკვიზიტებზე.


მამაკაცმა კაკადუ წაიყვანა კურიერი კი სამსახურში დაბრუნდა, სადაც აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ერთი რუბლიც კი არ ჰქონდა გადახდილი კაკადუს ყიდვის სანაცვლოდ და საქმე ჰქონდათ თაღლითთან.


მაღაზიის თანამშრომლებმა სცადეს დაერეკათ თაღლითისათვის, მაგრამ მისი ნომერი უკვე მიუწვდომელი იყო.



მაღაზიის ზარალმა შეადგინა 250 000 რუბლი. მაღაზიის მეპატრონემ გამოიძახა პოლიცია ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც თუთიყუშის შეკვეთისათვის მისული მამაკაცი უმალვე ამოიცნეს მაღაზიის თანამშრომლებმა.
მითვისებული კაკადუ დაუბრუნდა მაღაზიას, მოსკოვის რაიონის მიტინოს სასამართლომ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა თაღლითის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში ციხის საკანში იმყოფება.


თაღლით მამაკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რადგან 159 სტატიის მესამე ნაწილი ივალისწინებს 3 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთად.


სტატია ესადაგება დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას თაღლითური გზით. მინიმალური სასჯელია 3 წელი, მაგრამ ვინაიდან თაღლითი ადრე ნასამართლევია, სავარაუდოდ მას მეტს მიუსჯიან.

0
154
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
154